Preaload Image

სიტყვობანა

„სიტყვობანა“ ერთგვარი გაგრძელებაა „ინტერაქციული ანბანის“. ეს ციფრული რესურსიც დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის არის განკუთვნილი. „ინტერაქციული ანბანისაგან“ განსხვავებით „სიტყვობანაში“ ბავშვებს შეუძლიათ ასოებისაგან ააწყონ სიტყვები. Ამ ციფრულ რესურსში ბავშვი ხედავს სხვადასხვა გამოსახულებას, ესმის გამოსახულების შესაბამისი სიტყვა და შემოთავაზებული ასოების ნაკრებისაგან უნდა ააწყოს შესაბამისი სიტყვა. რესურსთან მუშაობა შესაძლებელი იქნება როგორც საკლასო ოთახში ასევე დამოუკიდებლად, ბავშვებში შესაბამისი უნარების განსავითარებლად.