“მარცვლობანა” არის აპლიკაცია, სადაც ბავშვებს შესაძლებლობა ეძლევათ მარცვლების მეშვეობით ააწყონ ქართული სიტყვები და ასევე შეძლონ მათი დამარცვლა. აპლიკაცია ბავშვებს აჩვენებს სხვადახვა ილუსტრაციებს, ასევე აძლევს მარცვლებს და ავალებს მათ მოცემული სიტყვის აწყობას. მეორე შემთხვევაში აძლევს სიტყვას და თხოვს დამარცვლონ ისინი. ამ აპლიკაციის მეშვეობით ბავშვები სწავლობენ და იმახსოვრებენ თუ როგორ იმარცვლება თითოეული სიტყვა.