ცოტნე ცირეკიძე
ცოტნემ კარიერა 2018 წელს დაიწყო როგორც მათემატიკის მასწავლებელმა, რამაც საშუალება მისცა პროფესიული კუთხით დაენახა სწავლების სფერო. 2020 წელს გახდა W3School-ის სერტიფიცირებული JavaScript დეველოპერი.
მისი კარიერა ვებდეველოპმენტში დაიწყო 2021 წელს Webiz International-ში სადაც მუშაობდა React დეველოპერის პოზიციაზე და ავითარებდა ERP სისტემებს. ამჟამად კი არის Frontend დეველოპერი ერთ-ერთ შვეიცარიულ, სწრაფად მზარდ, სტარტაპში რომელიც ელექტრონული კომერციის სფეროში მოღვაწეობს.
ცოტნეს მიმდინარე პოზიცია მოიცავს ახალი მახასითებლების დანერგვას ვებგვერდზე, მონაცემების ინტეგრაციას Backend-დან კლიენტის მხარეს და ვებგვერდის ოპტიმიზაციას იმისათვის რომ მომხმარებლისთვის მაქსიმალურად მარტივი და სასურველი იყოს ვებ-გვერდზე ნავიგაცია.
სწავლობდა კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში.