Preaload Image

ცოტნე დევდარიანი

გეიმდეველოპერი

2018 წლიდან დღემდე, ჯეოლაბთან და განათლების სამინისტროსთან ერთად მუშაობს სხვადასხვა პროექტებსა და თამაშებზე. 2019 წლიდან ასწავლის თამაშების დეველოპმენტს ტექნოლოგიების სკოლაში -“მზიური”, კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრში -“კარიტასი” და ასევე კინგსის აკადემიაში.

2021 წელს “თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი”-ის ფარგლებში ჯეოლაბთან ერთად იმუშავა პროქტზე, რომლის მეშვეობითაც ბავშვებმა შეისწავლეს თამაშების პროგრამირება და მიღებული ცოდნით შექმნეს კომპიუტერული და მობილური თამაშები, ქართველი მწერლების მოთხრობების მიხედვით. ასევე, 2023 წელს ჯეოლაბთან ერთად ჩართული იყო თიბისის განათლების პროგრამაში.

ცოტნე სწავლობდა ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.