Preaload Image

პავლე ტაბატაძე

დეველოპერი

პავლე ტაბატაძე არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დოქტორი; არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კომპიუტერულ  მეცნიერებათა ფაკულტეტის წარჩინებული მაგისტრი; დამთავრებული აქვს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ინფორმატიკის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატი.

პავლე არის პროგრამული ინჟინერი, საგანმანათლებლო თამაშების დეველოპერი სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის, საგანმანათლებლო ინოვაციებისა და ტენოლოგიების სამსახურში, ასევე, პროგრამული ინჟინერი tasteit-ში. არის ასოცირებული პროფესორი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA). კითხულობს ლექციებს ჯეოლაბში, უნილაბსა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრში „მზიური“. 

პავლე ქმნის თამაშებს Android და iOS ოპერაციული სისტემებისთვის, აპლიკაციებს – Android ოპერაციული სისტემებისთვის. წერს აპლიკაციებისათვის ბაზასთან კავშირისა და მონაცემთა მიმოცვლის სერვისებს PHP პროგრამულ ენაზე.

პავლე ჯეოლაბში არის Unity თამაშების პროგრამირების კურსის ხელმძღვანელი და ლექტორი.

ის, სხვადახვა დროს მუშაობდა თამაშებისა და მობილური აპლიკაციების დეველოპერად ისეთ კომპანიებთან, როგორებიც არის: “საბა”, Octapputs Studio, Nextep, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის  ქართული უნივერსიტეტი, სარეკლამო სააგენტო Brand Creators Group, “სერვისბოქსი”. 

ტრენერს შექმნილი აქვს საგანმანათლებლო აპლიკაციები: “ვსწავლობთ თამაშით”, “ინტერაქტიული წიგნები”, “ანბანი”, “მარცვლობანა”, “ვსწავლობთ მუსიკას” და სხვა.