მარიამ მინაშვილი
UI/UX დიზაინერი
მარიამმა 2022 წლის ზაფხულში გაიარა სტაჟირება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია “უნილაბში”, სტაჟირების დასრულებისთანავე მუშაობა დაიწყო პალიტრა მედია ჰოლდინგის IT განყოფილებაში, სადაც მუშაობს ისეთ e-commerce პროდუქტებზე, როგორიცაა: ბიბლუსი, პალიტრა L, Translate App, fly.ge, ისი პარი და ა.შ.
ამასთანავე საქართველოში მოწინავე ჰოლდინგის სხვა საინფორმაციო ვებ-გვერდებზე.
პარალელურად უმუშავია რამდენიმე ფრილანს პროექტებზე, როგორც საქართველოში, ასევე ევროპაში (კერძოდ გერმანია). 2023 წელს დაასრულა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრი ბიზნესის ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის განხრით.