Preaload Image

ლელე მაისურაძე

გრაფიკოსი და UI/UX დიზაინერი

ლელე მაისურაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი, გაიარა ინტერფეისის დიზაინის სასერტიფიკატო კურსი ჯეოლაბში; ჩაატარებული აქვს კურსები სხვადასვა პროგრამის ფარგლებში: UI/UX დიზაინის ლექცია ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU),  “Spend your summer in Georgia” კამპანიის, UI/UX-ის კურსი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების Gita-სა და ჯეოლაბის ერთობლივი პროექტის და TBC youth ტექსკოლის ფარგლებში. 

როგორც გრაფიკოსს და UI/UX დიზაინერს, უთანამშრომლია სხვადასხვა კომპანიებთან, როგორც სრულ განაკვეთზე, ისე ფრილენს-პროექტებზე, როგორებიცაა: USAID, ილიაუნი, ორბელიანი მეტი, Сhai khana, Media.code, Project Lab, Touch.Point და სხვა.

ლელე ამჟამად  უძღვება გრაფიკული დიზაინის და ვებდიზაინის კურსებს USAID-ის საზაფხულო სკოლის ფარგლებში. Commschool-ში გრაფიკული დიზაინის კურსს და BTU-ში მუშაობს ვიზუალური კომუნიკაციის ლექტორად, მარკეტინგის დეპარტამენტში.