გიორგი არტენიანი
გიორგიმ IT ოპერაციებიდან დეველოპმენტში 2010 წლიდან გადმოინაცვლა.
მას განათლება მიღებული აქვს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და North East HiGH School in Clarksville Tennessee-ში
კარიერის დასაწყისშივე მუშაობდა მრავალ მნიშვნელოვან პროექტზე ვებგვერდებისა და თამაშების დეველოპმენტის მიმართულებით. მუდმივად ზრუნავდა და დღესაც მუშაობს საკუთარი თავისა და პროექტების განვითარებაზე, რათა შექმნას ან გააცოცხლოს მომხმარებლისთვის ახალი ინოვაციური და საინტერესო გამოცდილება.
გიორგი მუშაობდა ვებ-დეველოპმენტის მიმართულებით ერთ-ერთ წამყვან კომპანიებში. მონაწილეობა მიიღო რამოდენიმე მსხვილ პროექტში: GPIH, SOCAR,BOG, BORUSAN, FMS და სხვა.
მუშაობდა ამერიკული და გერმანული ბაზრისათვის, სადაც იყო Tem Lead. მის მოვალეობაში შედიოდა: გუნდის მართვა, ორგანიზება, ხელმძღვანელობა, ლოგიკების და არქიტექტურის დანერგვა.
2019-2023 წლებში იყო Senior PHP / React.JS დეველოპერი MY.GE-სა და TNET-ში.
ამჟამად მისი მიმდინარე საქმიანობით – Ekimo-ში ცდილობს უახლესი ტექნოლოგიები დანერგოს ჯანდაცვის სფეროში და თავისი წვლილი შეიტანოს ელექტრონული კომერციის განვითარებაში.