ალექსანდრე ჩარკვიანი
შრიფტის დიზაინერი
ალექსანდრე ჩარკვიანს შრიფტის დიზაინის სფეროში შვიდწლიანი გამოცდილება აქვს. მან ფონტის ინჟინერია 2016 წელს ჯეოლაბში შეისწავლა და შემდეგ ამ სფეროში არაერთი პროექტი განახორციელა. ჯეოლაბის პროგრამების ფარგლებში მონაწილეობას იღებდა როგორც ძველი შრიფტების აღდგენა-გაციფრულების, ასევე სხვადასხვა ახალი შრიფტის ფონტად ქცევის პროცესში. მისმა ხუთმა შრიფტმა გამარჯვება მოიპოვა კონკურსში “ქართული ა”.ალექსანდრე 2022 წელს ასისტენტ-ლექტორის სახით ჩართული იყო თიბისი ბანკისა და ჯეოლაბის ერთობლივ პროექტში, რომლის მიზანიც დიზაინერებისთვის ფონტის ინჟინერიის სწავლება იყო.