USAID CIVIC EDUCATION PROGRAM
USAID-ის სამოქალაქო განათლების ხუთწლიანი პროგრამის ფარგლებში 2022 – 2027 განსაზღვრულია თანამშრომლობა 650 სკოლასთან, მთელი ქვეყნის მასშტაბით. პროგრამის მიზანია მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების, სამოქალაქო პროცესებში ჩართული ახალგაზრდების აღზრდა. პროგრამა ითვალისწინებს ტექნოლოგიების დანერგვას სამოქალაქო განათლების სწავლა-სწავლების პროცესში, სკოლაში დემოკრატიული კულტურის განვითარების ხელშეწყობას და კერძო სექტორის დაკავშირებას სკოლებთან.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ჯეოლაბის აქტივობები:
ვებგვერდების დეველოპმენტი:
- სამოქალაქო განათლების რესურსები https://ecivics.ge/
- ოლიმპიადების ვებგვერდი https://civicscontest.ge/
- ჯეოლაბის სასწავლო პროგრამების ვებგვერდი https://civicstech.ge/
სასწავლო-ტექნოლოგიური პროგრამები სკოლის მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის:
- საზაფხულო ონლაინსკოლა (მოსწავლეებისთვის) თითო წელს 200 მოსწავლე (4 წლის განმავლობაში 800 მოსწავლე)
- სასწავლო კურსები (ვებდიზაინი, მობილური აპლიკაციები, თამაშების დეველოპნეტი) 120 მოსწავლე თითო წელს (4 წლის განმავლობაში 480 მოსწავლე)
- პროექტების ლაბორატორია (ვებდიზაინი, მობილური აპლიკაციები, თამაშების დეველოპნეტი) 120 მოსწავლე თითო წელს (3 წლის განმავლობაში 360 მოსწავლე
- ჰაკათონი – მოსწავლეებისთვის, თითო წელს 100 მოსწავლე ( 4 წლის განმავლობაში 400 მოსწავლე)
- ტექნოლოგიური ტრენინგი – მასწავლებლებისთვის, თითო წელს 100 მასწავლებელი ( 4 წლის განმავლობაში 400 მასწავლებელი)
ჯეოლაბი აღნიშნული 5 წლიანი პროგრამის პარტნიორია, დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე https://civicstech.ge/