ქეთი ჯაფარიძე – Womanhood
“ხანდახან, ჩვენთვის, ქალებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ გავრცელებულ სტერეოტიპებს, რომლებსაც საზოგადოება ხშირად აწესებს ხოლმე ჩვენთვის. ამ სტერეოტიპებს შეუძლია: შეგვზღუდოს, ჩვენი შესაძლებლობები ეჭვქვეშ დააყენოს, ჩვენი წარმატება შეაფერხოს. ჩემი ნამუშევრები, მიზნად ისახავს ამ სტერეოტიპების დამსხვრევას. ეს არის ერთგვარი შეხსენება ქალებისთვის, რომ სწორად განსაზღვრონ თავიანთი შესაძლებლობები, უფლებები, შეხედულებები და რომ მათი თავი, ეკუთვნით მხოლოდ მათ და არავის სხვას.“
ქეთი ჯაფარიძე, ჯეოლაბის გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებულია, რომელმაც ნამუშევარი – Womanhood, ფინალური პროექტის ფარგლებში შექმნა.