Preaload Image

Privacy policy

როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს

ჩვენი მიზანია, გაგაცნოთ, როგორ ვამუშავებთ და ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს. წინამდებარე დოკუმენტში განვმარტავთ პრინციპებს, რომლითაც ვხელმძღვანელობთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებისას,  ასევე საკითხებს, თუ როგორ გიცავთ კანონი და როგორ ხდება ამ მონაცემების გამოყენება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.   

ჩვენი დაპირება პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ

ჩვენ, გპირდებით, რომ: 

  • დავიცავთ თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობას;   
  • არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს უკანონოდ; 
  • თქვენი მოთხოვნის შესაბამისად, მოგაწვდით სრულ და დეტალურ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით. 

ვინ ვართ ჩვენ

შპს “ლივინგსტონ ლაბ” – ჯეოლაბი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული კომპანია, რომელიც შეიძლება მოქმედებდეს, როგორც მონაცემთა დამმუშავებელი.

საიდენტიფიკაციო კოდი: 405070364

იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ვაკის რაიონი, დელისის მესამე ქუჩა, I ჩიხი, N8, სართული 6, ბ. 14

მეტი ინფორმაცია ჩვენს შესახებ იხილეთ ვებ გვერდზე: https://geolab.edu.ge/

როგორ გიცავთ კანონი

ჩვენს დაპირებასთან ერთად თქვენს დაცულობას უზრუნველყოფს საქართველოს კანონი. კანონმდებლობის თანახმად, თქვენ უფლება გაქვთ, მოგვთხოვოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს. 

თქვენი მოთხოვნის შესაბამისად, ვალდებული ვიქნებით, მოგაწოდოთ აღნიშნული ინფორმაცია. ჩვენ უფლება გვაქვს, გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური მონაცემები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს კონკრეტული სახელშეკრულებო ან/და კანონისმიერი  საფუძველი. 

ჩვენ გვაქვს თქვენი მონაცემების გამოყენების სამართლებრივი საფუძველი, რაც ასევე მოიცავს საქმიან ურთიერთობასთან დაკავშირებულ  ან/და კომერციულ მიზნებს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მიერ თქვენი მონაცემების დამუშავება არ არის თქვენთვის ზიანის მომტანი. ამასთან,  არასრულწლოვნის პერსონალური მონაცემების დამუშავება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობისა და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით არის შესაძლებელი. 

ქვემოთ წარმოდგენილია თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლები:

 

პერსონალური მონაცემების ტიპებირისთვის ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებსჩვენი ლეგიტიმური ინტერესები: სამართლებრივი საფუძველი:
საკონტაქტო ინფორმაცია, სოციო-დემოგრაფიული, ქცევითი მონაცემები, ტექნოლოგიური, საკომუნიკაციო, ლოკაციასთან დაკავშირებულითქვენთან ურთიერთობისთვის;

მონაცემთა განახლება, თქვენთვის საინტერსო პროდუქტებისა და მომსახურების იდენტიფიცირება და თქვენთვის შესაბამისი ინფორმაციის მოწოდება;

პროდუქტებისა და მომსახურების განვითარება;

კლინტების ფოკუს-ჯგუფის განსაზღვრა ახალი პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზების მიზნით;

ჩვენი კანონისმიერი მოვალეობების ეფექტურად შესრულება;

თქვენი თანხმობა;

სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება

ჩვენი კანონისმიერი ინტერესები

ჩვენი კანონისმიერი ვალდებულება

თქვენი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, თანამშრომლობის ახალი გზების შესამუშავებლად და ჩვენი ბინზესის განსავითარებლად;
მარკეტინგული აქტივობების შესამუშავებლად და განსახორციელებლად;
იმის შესასწავლად, თუ როგორ იყენებენ კლიენტები ჩვენს პროდუქტებსა და მომსახურებას;
პროდუქტების და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა კვლევის ჩასატარებლად;
ჩვენს პროდუქტებსა და მომსახურებასთან დაკავშირებით რჩევებისა თუ რეკომენდაციების მისაღებად;
ჩვენი ბრენდების, პროდუქტებისა და მომსახურების განსავითარებლად/ სამართავად;
საკონტაქტო ინფორმაცია,  სახელშეკრულებო, საკომუნიკაციო, ლოკაციასთან დაკავშირებული, დოკუმენტური, ღია წვდომის მონაცემები და საჯარო ჩანაწერებიპროდუქტებისა და მომსახურების მისაწოდებლადჩვენი კანონისმიერი მოვალეობებისა და სახელშეკრულებო ვალდებულებების ეფექტურად შესრულება; 

 

ჩვენთვის რელევანტურ რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა

თქვენი თანხმობა;

სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება

ჩვენი კაონონისმიერი ინტერესები

ჩვენი კანონისმიერი ვალდებულება

საკონტაქტო ინფორმაცია, სოციო-დემოგრაფიული, სახელშეკრულებო, ლოკაციასთან დაკავშირებული, ღია წვდომის მონაცემები და საჯარო ჩანაწერები, სოციალურ ურთიერთობებთან დაკავშირებული, დოკუმენტური, საკომუნიკაციო.ჩვენი და ჩვენი კლიენტების რისკების სამართავად;დანაშაულის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების შემუშავება და გაუმჯობესება, ასევე ამ თვალსაზრისით კანონისმიერი  მოვალეობების შესრულება 

ჩვენი კანონიერი ინტერესები

ჩვენი კანონიერი ვალდებულება

ჩვენთვის რელევანტური კანონებისა და რეგულაციების შესასრულებლად;
საჩივრებზე რეაგირების მოსახდენად და მათი მოგვარების გზების მოსაძიებლად.
საკონტაქტო ინფორმაცია, სოციო-დემოგრაფიული, სახელშეკრულებო, ლოკაციასთან დაკავშირებული, ღია წვდომის მონაცემები და საჯარო ჩანაწერები, სოციალურ ურთიერთობებთან დაკავშირებული, დოკუმენტური, საკომუნიკაციო.ჩვენი ბიზნესის ეფექტიანად და მართებულად წარსამართავად, რაც მოიცავს ჩვენი ფინანსური პოზიციის, ბიზნეს შესაძლებლობის, დაგეგმვის, კომუნიკაციების, კორპორატიული მმართველობისა და აუდიტის მართვას.

ჩვენთვის რელევანტურ რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; 

ჩვენი კანონისმიერი მოვალეობებისა და სახელშეკრულებო ვალდებულებების ეფექტურად შესრულება;

ჩვენი კანონისმიერი ინტერესები

ჩვენი კანონისმიერი ვალდებულება

საკონტაქტო ინფორმაცია, სოციო-დემოგრაფიული, სახელშეკრულებო, ლოკაციასთან დაკავშირებული, ღია წვდომის მონაცემები და საჯარო ჩანაწერები, სოციალურ ურთიერთობებთან დაკავშირებული, დოკუმენტური, საკომუნიკაციო.ხელშეკრულებით ნაკისრი უფლებების და ვალდებულებების განხორციელება სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება

სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება

ჩვენი კანონისმიერი ინტერესები

ჩვენი კანონისმიერი ვალდებულება

 

პერსონალური მონაცემების ჯგუფები

ჩვენ ვიყენებთ სხვადასხვა ტიპის პერსონალურ ინფორმაციას, რომელსაც შემდეგნაირად ვაჯგუფებთ: 

პერსონალური მონაცემების ტიპებიაღწერა
საკონტაქტოსაცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია.
სოციო-დემოგრაფიულიინფორმაცია განათლების შესახებ; ინფორმაცია სოციალურის სტატუსის შესახებ 
სახელშეკრულებოდეტალური ინფორმაცია ჩვენ მიერ თქვენთვის მიწოდებული პროდუქტებისა და გაწეული მომსახურების შესახებ
ლოკაციასთან დაკავშირებულიმონაცემები თქვენს ადგილსამყოფელთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა მოვიპოვოთ თქვენი მობილური ტელეფონის საშუალებით, კომპიუტერის ინტერნეტში ჩართვის მისამართიდან, ან იმ ობიექტის ადგილმდეგარეობიდან, საიდანაც ახდენთ ჩვენს სერვისებზე წვდომას. 
ქცევითი მონაცემებიდეტალები იმის შესახებ, თუ როგორ იყენებთ ჩვენს პროდუქტებსა თუ მომსახურებას.
ტექნოლოგიურიტექნიკა/მოწყობილობების შესახებ ინფორმაცია, რომლებსაც იყენებთ ჩვენი პროდუქტების/სერვისების სარგებლობისას.
ღია წვდომის მონაცემები და საჯარო ჩანაწერებისაჯარო წყაროებში  თქვენს შესახებ არსებული ინფორმაცია, მათ შორის, საჯარო საარჩევნო სიებში არსებული ინფორმაცია, ასევე, სხვა ინფორმაცია, რომელიც ინტერნეტში კანონიერად არის ხელმისაწვდომი
საკომუნიკაციოინფორმაცია თქვენს შესახებ, რომელსაც ჩვენ მოვიპოვებთ თქვენს შესახებ როგორც მატერიალური ფორმის ასევე ელექტრონული წერილებიდან, სატელეფონო და სხვა სახის საკომუნიკაციო არხებიდან.
სოციალურ ურთიერთობებთან დაკავშირებულიინფორმაცია თქვენი ოჯახის წევრების (ოჯახური მდგომარეობა, შვილები) და საკონტაქტო პირების შესახებ. 
დოკუმენტურისხვადასხვა ფორმატის დოკუმენტებსა და მათ ასლებში ასახული ინფორმაცია თქვენს შესახებ. ასეთ დოკუმენტებს მიეკუთვნება თქვენი პასპორტი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, დაბადების მოწმობა, ავტომობილის მართვის მოწმობა და პიროვნების მაიდენტიფიცირებელი სხვა დოკუმენტი.

 

თქვენი მონაცემების უსაფრთხოება ჩვენი ვებ გვერდით სარგებლობისას

მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, უფლებამოსილი ვართ გავაკონტროლოთ კლიენტების ქცევა ჩვენი ვებ გვერდით სარგებლობისას. მონიტორინგი არ გულისხმობს პერსონალური / კონფიდენციალური / კომერციული ინფორმაციის შეგროვებას ან სხვაგვარად დამუშავებას. მონიტორინგის მიზანია არა მომხმარებელთა გამოვლენილი ქცევის ანალიზი, არამედ მათი ზოგადი აქტივობის შესწავლა.

ჩვენი ვებ გვერდით სარგებლობისას, თქვენი მოწყობილობის ID, მოდელი, ბრენდი, სახელი, OS ვერსია, შესაძლოა ხელმისაწვდომი იყოს ისეთი პროგრამებისთვის, როგორებიცაა: Google analytics,  Xtremepush.com, WVO Facebook Pixel და  Firebase. 

 

წყაროები, საიდანაც მოვიპოვებთ პერსონალურ მონაცემებს 

თქვენს შესახებ პერსონალური ინფორმაციის მოპოვება შეგვიძლია ჩვენთვის თქვენ მიერ მოწოდებული და ქვემოთ ჩამოთვლილი წყაროებიდან. თქვენგან მონაცემებს ვიღებთ შემდეგ შემთხვევებში:

  • როდესაც ხდებით ჩვენი მომხმარებელი;
  • რეგისტრირდებით ჩვენს ონლაინ სერვისებზე;
  • როდესაც იყენებთ ჩვენ პროდუქტებსა  თუ მომსახურებებს;
  • გვესაუბრებით ტელეფონით ან განახორციელებთ ვიზიტს ჩვენს ფილიალში;
  • იყენებთ ჩვენს საიტს, მობილურ აპლიკაციას და ონლაინ საკონსულტაციო ფუნქციონალს (ონლაინ ჩეთს)(ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • გვიგზავნით წერილებს ფოსტით ან ელ. ფოსტით;
  • სარგებლობთ ჩვენი ან ჩვენთან დაკავშირებული მომსახურებით; 

 

 „მზა ჩანაწერები“ (Cookies)

ჩვენი საიტის მომხმარებელთა ქცევის მონიტორინგს ვახორციელებთ ე.წ. „მზა ჩანაწერების“ (cookies-ის) საშუალებით იმისათვის, რომ ვიზიტორებს გავუადვილოთ საიტით სარგებლობა და გავაუმჯობესოთ მისი ხარისხი. 

„მზა ჩანაწერები“ მცირე ზომის ფაილებია, რომლებიც საიტზე ვიზიტისას ინახება მომხმარებლის კომპიუტერში, პლანშეტში ან მობილურ მოწყობილობაში. ისინი რჩება თქვენს მოწყობილობაში და საიტს  უბრუნდება, როცა კვლავ ეწვევით იმავე მისამართს. 

 

თქვენი უფლებები

თქვენ შეგიძლიათ, მიიღოთ თქვენს შესახებ შემდეგი ინფორმაცია: 

  • რა მონაცემებს ვამუშავებთ თქვენს შესახებ;
  • რა არის თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანი;
  • რა არის თქვენი მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;
  • როგორ მუშავდებოდა თქვენი მონაცემები;  
  • ვისთვის მოხდა თქვენი მონაცემების გაზიარება;  
  • მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი.

თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ, იმ მონაცემების ასლი, რომელსაც ვამუშავებთ. 

თქვენ გაქვთ კანონიერი უფლება, მოითხოვოთ თქვენი მონაცემის ცვლილება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, თუ ის არის არასრული, არაზუსტი, მოძველებული ან უკანონო გზით მოპოვებული. ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რამაც შესაძლოა არ მოგვცეს უფლება დაუყოვნებლივ წავშალოთ თქვენი პირადი მონაცემები. ასეთი ვალდებულებები შესაძლოა გამომდინარეობდეს მოქმედი, მათ შორის, მომხმარებელთა დაცვის კანონმდებლობებიდან. 

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

მესამე პირისგან მიღებული ინფორმაცია 

ჩვენ გვაქვს უფლება, თქვენი მონაცემები გამოვითხოვოთ და მივიღოთ მესამე პირებისგან. ინფორმაციის გამოთხოვა ხდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად და, საჭიროების შემთხვევაში, თქვენი წინასწარი თანხმობის საფუძველზე. 

 

ვის ვუზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს

თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება შეიძლება დაგვჭირდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან ორგანიზაციებთან, რომლებმაც თქვენს მიერ შერჩეული პროდუქტი, თუ მომსახურება უნდა მოგვაწოდონ.

როცა ჩვენი ჩვეული საქმიანობის ფარგლებში ვიყენებთ მესამე მხარეების, სხვა პროვაიდერის მომსახურებას, შესაძლებელია, დაგვჭირდეს მისთვის თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება კონკრეტული დავალებების შესასრულებლად. მომსახურების მომწოდებელ მესამე პირებთან თანამშრომლობის მაგალითებია:

  • ვებ-ინსტრუმენტების ან/და აპლიკაციების დიზაინი, მიმდინარე საექსპლუატაციო მომსახურება;
  • IT სერვისის პროვაიდერები, რომლებსაც შეუძლიათ უზრუნველყონ აპლიკაციის ან ინფრასტრუქტურის(მაგ., „cloud“) სერვისები; 
  • იურიდიული, აუდიტორული და სხვა პროფესიული მომსახურება, რომლებსაც გვაწვდიან იურისტები, ნოტარიუსები, მინდობილი პირები, აუდიტორული კომპანიები და სხვ.;
  • თაღლითობის და სხვა სახის დანაშაულისა თუ გადაცდომის გამოვლენა, მოკვლევა და პრევენცია, რასაც ახორციელებენ სპეციალიზებული კომპანიები;

ჩვენ ასევე შესაძლოა გავაზიაროთ თქვენი პერსონალური მონაცემები იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი სტრუქტურა მომავალში შეიცვლება, მაგალითად:  

  • ჩვენ შეიძლება, გავყიდოთ ან გავასხვისოთ საკუთარი აქტივები, ან განახორციელოს შერწყმის ოპერაცია. 
  • თუ ზემოთ დასახელებული რომელიმე პროცესი განხორციელდება, ჩვენ შესაძლოა გავაზიარით თქვენი მონაცემები შესაბამის მხარესთან, თუმცა, ამ შეთხვევაში ხსენებული მხარე სავალდებულო წესით წინასწარ აიღებს თქვენი მონაცემების უსაფრთხოების და კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულებას. 

ნებისმიერ შემთხვევაში, როცა თქვენს მონაცემებს მესამე მხარეებს ვუზიარებთ, ყველა ზომას ვიღებთ, რომ მათი დაცულობა უზრუნველვყოთ. 

 

ჩვენი  ვალდებულება პერსონალურ მონაცემთა სხვა სახელმწიფოში გადაცემის შემთხვევაში

თანამშრომელმა შესაძლოა გააზიაროს თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი ჯგუფის წევრ კომპანიებთან, ქართული კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, თქვენი და უფლებამოსილი ორგანოს თანხმობით, თუ ეს ასევე მოთხოვნილია მოქმედი კანონმდებლობით.

 

როგორ ვიყენებთ თქვენს მონაცემებს ავტომატური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში 

ავტომატური გადაწყვეტილებების მიღებისთვის, მათ შორის, პროფილირებისთვის, ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რომლებსაც ჩვენ ვფლობთ ან ვიღებთ სხვა პირებისგან კანონმდებლობით მონიჭებული უფლებამოსილების, თქვენთან გაფორმებული ხელშეკრულების ან თქვენი თანხმობის საფუძველზე. აღნიშნული გვეხმარება სწრაფი, სამართლიანი და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებაში.  ავტომატური გადაწყვეტილებები აისახება ჩვენი მიმდინარე და სამომავლო პროდუქტებისა თუ მომსახურების ხარისხზე. თუ არ არსებობს სათანადო საფუძველი (კანონმდებლობით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფუძველი , თქვენი თანხმობა), შეგიძლიათ,  უარი თქვათ თქვენი მონაცემების ავტომატურ დამუშვებაზე, მათ შორის, პროფილირების მიზნით, თუ აღნიშნული წარმოშობს სამართლებრივ, ფინანსურ ან სხვა სახის არსებითი მნიშვნელობის შედეგს.  

ავტომატური გადაწყვეტილებების მაგალითებია: 

  • ფასდადება

ზოგიერთი პროდუქტის ფასი შეიძლება განვსაზღვროთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით.

  • პროდუქტებისა და მომსახურების მორგება კლიენტების საჭიროებებზე

ჩვენს კლიენტებს ვაჯგუფებთ გარკვეული სეგმენტების მიხედვით. ამგვარ დაჯგუფებას ვიყენებთ კლიენტების საჭიროებების შესასწავლად და მათთვის სასარგებლო და ხელსაყრელი გადაწყვეტილებების მისაღებად. პროდუქტებისა თუ მომსახურების შემუშავებისა და შეთავაზებისას ვითვალისწინებთ კლიენტების სხვადასხვა სეგმენტის მახასიათებლებს, რაც მათთან ურთიერთობის სწორად წარმართვაში გვეხმარება.  

  • თაღლითობის დადგენა

თქვენი პერსონალური მონაცემები გვეხმარება, დავადგინოთ, შესაძლოა თუ არა თქვენი ანგარიშები გამოყენებულ იქნას თაღლითობის თუ ფულის გათეთრების მიზნებისათვის. ჩვენ მიერ თაღლითობის რისკის დაფიქსირების შემთხვევაში, უფლებას ვიტოვებთ, თქვენივე უსაფრთხოებისთვის დროებით შევაჩეროთ ტრანზაქციები საეჭვო ანგარიშებზე ან უარი განვაცხადოთ შესაბამისი მომსახურების გაწევაზე. 

  • Other

სხვა მომსახურების გაწევა.

 

პესონალური მონაცემების დამუშავება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის 

თქვენს პერსონალურ მონაცემებს მარკეტინგული მიზნებისთვისაც ვიყენებთ – მათი ცოდნა გვჭირდება იმისათვის, რომ მოგაწოდოთ თქვენზე მორგებული პროდუქტებისა და შეთავაზებების შესახებ  ინფორმაცია.

თქვენს მონაცემებს ვაგროვებთ იმ ინფორმაციიდან, რასაც თავად გვიზიარებთ, ასევე, იმ წყაროებიდან, რომლებზეც ხელი მიგვიწვდება, როდესაც ჩვენი მომსახურებით სარგებლობთ. 

თქვენს მონაცემებს შევისწავლით იმისათვის, რომ გავიგოთ, რა გსურთ ან რა გჭირდებათ, რა იქნებოდა თქვენთვის საინტერესო. ასეთი ფორმით ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომელი პროდუქტი, მომსახურება თუ შეთავაზება შეიძლება იყოს თქვენთვის შესაფერისი.

ჩვენ მხოლოდ მაშინ ვიყენებთ თქვენს პირად მონაცემებს და გიგზავნით მარკეტინგულ შეტყობინებებს, როცა გვაქვს თქვენი თანხმობა ან ლეგიტიმური ინტერესი. ჩვენ გპირდებით რომ ჩვენი საქმიანობა არასდროს იქნება უსამართლო, არასწორი ან თქვენი ინტერესების წინააღმდეგ მიმართული. თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს დაგვიკავშირდეთ და გვთხოვოთ მარკეტინგული შეტყობინებების გამოგზავნის შეწყვეტა. ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს სურვილებს და მაქსიმუმ 3 დღეში შევწყვეტთ თქვენი მონაცემების გამოყენებას პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის. 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი უსაფრთხოება და ინტერესები, რის გამოც თქვენ ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებთ შეტყობინებებს თქვენთვის შემოთავაზებულ პროდუქტებისა და მომსახურებების პირობებში ჩვენ მიერ განხორციელებული ცვლილებების შესახებ. 

 

რამდენ ხანს ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს 

თქვენს პირად მონაცემებს ვინახავთ თქვენი მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში; აგრეთვე, მომსახურების დასრულების შემდეგ კანონმდებლობით დადგენილი ვადით:

  • კითხვებსა და საჩივრებზე პასუხის გასაცემა
  • რათა დავასაბუთოთ, რომ სამართლიანად გექცევით;
  • განვახორციელოთ საქმისწარმოება ჩვენთვის დაწესებული რეგულაციების მიხედვით.  

 

როგორ გამოითხოვოთ თქვენი თანხმობა

თანხმობის გამოთხოვა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს.

დაგვიკავშირდით, თუ ამგვარ გადაწყვეტილებას მიიღებთ.

გამოთხოვის უფლებით სარგებლობა  მაშინ არის შესაძლებელი (ან რელევანტური), როდესაც მონაცემთა დამუშავების საფუძველი არის თქვენი თანხმობა.

თანხმობის გამოთხოვის შემთხვევაში ჩვენ შესაძლოა ვერ შევძლოთ თქვენთვის სრულყოფილი მომსახურების გაწევა. 

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის დოკუმენტის ცვლილება

პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის დოკუმენტი შეიძლება შეიცვალოს საკანონმდებლო ან/და ჩვენი პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესის ცვლილების შესაბამისად. წინამდებარე ვერსია შექმნილია 2023 წლის 20 აპრილს. 

 

როგორ დაგვიკავშირდეთ

თუ გექნებათ კითხვები პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და მათი დამუშავების შესახებ, ან ჩვენს საერთო უფლებებთან და მოვალეობებთან დაკავშირებით, შეგიძლიათ, გამოიყენოთ რომელიმე ქვემოთ მითითებული შესაძლებლობა: 

 

  • დარეკეთ:   577670404
  • ეწვიეთ ჩვენს ფილიალს სამუშაო საათების განმავლობაში.