ყაზი კაჩმაზოვი
ყაზბეგი ვებ დეველოპმენტის სფეროში აქტიურად არის ჩართული 2021 წლიდან. საწყის ეტაპზე მუშაობდა ფრილანსერად, პარალელურად მის პასუხისმგებლობაში შედიოდა საშუალო ბიზნესის მქონე სხვადასხვა კომპანიების ვებ-გვერდების გამართვა და ფუნქციონირება. 2022 წელს წარმატებით გაიარა თიბისი აკადემიის ანგულარის კურსი, რის შემდეგაც მოღვაწეობს თიბისი ბანკში, ანგულარ დეველოპერის პოზიციაზე. 2023 წელს შეუერთდა ჯეოლაბს და მას შემდეგ ატარებს ლექციებს Front-end დეველოპმენტის მიმართულებით.