Web Development JavaScript/TypeScript/Angular
ხანგრძლივობა
რაოდენობა
ფასი
ხანგრძლივობა
რაოდენობა
ფასი
კურსის ფარგლებში მსმენელები დაეუფლებიან იმ ცოდნას და უნარებს, რომლებიც საჭიროა თანამედროვე ვებ განვითარებისთვის JavaScript, TypeScript და Angular-ის გამოყენებით. მონაწილეები შეისწავლიან JavaScript-ის საფუძვლებს, TypeScript-ის სპეციფიკასა და პრინციპებს, ასევე Angular Framework-ს, რომლის საშუალებითაც შეძლებენ Single-Page აპლიკაციების შექმნას. თემები ასევე მოიცავს DOM მანიპულირებას, ასინქრონულ პროგრამირებას, feature-based architecture, advanced Angular features.
კურსი მოითხოვს ვებ პროგრამირების საბაზისო ცოდნას (HTML, CSS) და ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომია.
სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ადგილზე, თუმცა კურსზე დასწრება დისტანციურად ონლაინაც არის შესაძლებელი.
კურსზე რეგისტრაცია მუდმივად გახსნილია, ხოლო სწავლის დაწყების პერიოდია 2024 წლის შემოდგომა. მსურველებს, აღნიშნულ პერიოდში დაუკავშირდება ჯეოლაბის წარმომადგენელი.
- აკრედიტირებული უნივერსიტეტების სტუდენტებზე და სკოლის მოსწავლეებზე, ასევე შპს “ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის” კურსდამთავრებულებზე და მათზე, ვისაც ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში გავლილი აქვს სხვა სასერტიფიკატო კურსი, ვრცელდება 20% ფასდაკლება.
- ერთი ორგანიზაციიდან ხუთ ან მეტ წარმომადგენელზე 10% ფასდაკლება.
- ერთი ოჯახიდან ორ ან მეტ წარმომადგენელზე 10% ფასდაკლება.