Programming Python
ხანგრძლივობა
რაოდენობა
ფასი
ხანგრძლივობა
რაოდენობა
ფასი
Python დღესდღეობით ძალზედ პოპულარული ენაა, რომელიც გამოიყენება თანამედროვე დეველოპმენტის პრაქტიკულად ყველა სფეროში. მაგალითად ამ ენის გამოყენებით თქვენ შეძლებთ ვებ-აპლიკაციების შექმნას, თამაშების დაწერას, მონაცემთა ანალიზს, სისტემური ადმინისტრირების ამოცანების ავტომატიზაციას და მრავალი სხვა.
Python საბაზო კურსის გავლისას თქვენ შეისწავლით ამ ენის ძირითად ცნებებს, მის კონსტრუქციას, მონაცემთა ტიპებს და სტრუქტურას, სამართავ ბლოკებს, ციკლებს, ფუნქციებს, შეეხებით საბაზო დონეზე ობიექტზე- ორიენტირებულ დაპროგრამების პრინციპებს და სხვ.
კურსი გათვლილია დამწყებთათვის – ვისაც სურს ჩამოუყალიბდეს პროგრამირების ბაზისი და მათთვის ვისაც სურს გაიმეოროს Python დაპროგრამების ენის ძირითადი პრინციპები პრაქტიკაში.
კურსის დასრულების შემდეგ, სტუდნეტებს ეცოდინებათ:
- Python დაპროგრამების ენის საფუძვლები, ფილოსოფია
- მარტივი და საშუალო სირთულის სკრიპტების/პროგრამების შექმნის მეთოდები
- მარტივი და საშუალო დონის ვებ-აპლიკაციის შექმნა
- მონაცემების დამუშავება, შენახვა, გადაგზავნა
კურსზე რეგისტრაცია მუდმივად გახსნილია, ხოლო სწავლის დაწყების პერიოდია 2024 წლის შემოდგომა. მსურველებს, აღნიშნულ პერიოდში დაუკავშირდება ჯეოლაბის წარმომადგენელი.
სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ადგილზე, თუმცა კურსზე დასწრება დისტანციურად ონლაინაც არის შესაძლებელი.