გრაფიკული დიზაინი (Adobe Photoshop, Adobe illustrator)
ხანგრძლივობა
რაოდენობა
ფასი
ხანგრძლივობა
რაოდენობა
ფასი
დღეს ადამიანები, საკმაოდ დიდი მოცულობის ინფორმაციას, გამოსახულების, გრაფიკული დიზაინის დახმარებით ვიღებთ. მობილური ტელეფონის და კომპიუტერების ეკრანებიდან, ქუჩებში განთავსებული სარეკლამო ბანერებისა და პლაკატებიდან, დიზაინერების ნამუშევრები გვაწვდიან ინფორმაციას.
გრაფიკული დიზაინის სპეციალისტების ნამუშევრები დღეს შეიძლება თითქმის ყველგან ვნახოთ, სწორედ ამიტომ არის ამ პროფესიის წარმომადგენლებზე დიდი მოთხოვნა.
გრაფიკული დიზაინი არის ხელოვნება და ამავე დროს პროფესია ისეთი ვიზუალური ელემენტების შერჩევისა და შეხამების როგორიცაა შრიფტი გამოსახულება, ფერები და ა. შ. რათა აუდიტორიას გადასცე გზავნილი.
გრაფიკოს დიზაინერი არის ადამიანი, რომელიც იყენებს თავის შემოქმედებით უნარებს და კომპიუტერულ ცოდნას ვიზუალური ელემენტების ან გამოსახულების შესაქმნელად, როგორც ბეჭდური პროდუქტებისათვის ასევე ვებ სივრცისათვის.
გრაფიკოსი დიზაინერები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სხვადასხვა ორგანიზაციების, პროდუქტებისა და სერვისების ვიზუალური იდენტობის შექმნაში. ხელს უწყობენ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.
კურსი პრაქტიკული ხასიათისაა, რომლის განმავლობაში მსმენელები Adobe Photoshop-სა და Adobe Illustrator-ს ეუფლებიან. სასწავლო პროცესის დასასრულს კი მუშაობენ ფინალურ პროექტზე, რომელიც მათ ნასწავლი მასალი გამოყენების შესაძლებლობას აძლევს.
კურსზე რეგისტრაცია მუდმივად გახსნილია, ხოლო სწავლის დაწყების პერიოდია 2024 წლის შემოდგომა. მსურველებს, აღნიშნულ პერიოდში დაუკავშირდება ჯეოლაბის წარმომადგენელი.
სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ადგილზე, თუმცა კურსზე დასწრება დისტანციურად ონლაინაც არის შესაძლებელი.