Web Development Front End (HTML, CSS)
ხანგრძლივობა
რაოდენობა
ფასი
ხანგრძლივობა
რაოდენობა
ფასი
არსებობს წარმოდგენა, რომ ვებგვერდის აწყობა მხოლოდ ტექნიკური განათლების მქონე ადამიანს შეუძლია ისწავლოს. თუმცა, რაც დრო გადის, საპირისპირო სურათს ვხედავთ. სულ უფრო მეტი, სხვადასხვა პროფესიის ადამიანი სწავლობს პროგრამირებას, სხვადასხვა სირთულის აპლიკაციებს ქმნის და თავად აწყობს ვებგვერდებს. ტექნოლოგიების განვითარებამ შესაძლებელი გახადა, რომ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა თავად შეძლონ საკუთარი იდეების რეალიზება
კურსის ფარგლებში მსმენელები იმ ცოდნას ეუფლებიან, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, გაერკვნენ ვებგვერდის ფუნქციონირების პრინციპებში, ააწყონ სტატიკური ვებგვერდი ან, საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებები შეიტანონ არსებული ვებგვერდის პროგრამულ კოდში, დაგეგმონ და მენეჯმენტი გაუწიონ ვებგვერდის შექმნასთან დაკავშირებულ სამუშაოებს. კურსი პრაქტიკული ხასიათისაა, რომლის ფარგლებში მსმენელები მარტივ ვებგვერდებს ქმნიან.
კურსი არ მოითხოვს პროგრამირების საბაზისო ცოდნას და ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომია.
კურსის დასრულების შემდეგ, სტუდნეტებს ეცოდინებათ:
- საიტის სტრუქტურის შემუშავება HTML5-ის საშუალებით;
- საიტის დიზაინის აწყობა CSS-ის საშუალებით;
- ინტერაქციებისა და ანიმაციების გამოყენება CSS3-ის საშუალებით;
- CSS პრეპროცესორთან (SCSS) თან მუშაობა;
- სტატიკური ვებგვერდის შექმნა.
- Github-ის გამოყენება;
კურსზე რეგისტრაცია მუდმივად გახსნილია, ხოლო სწავლის დაწყების პერიოდია 2024 წლის შემოდგომა. მსურველებს, აღნიშნულ პერიოდში დაუკავშირდება ჯეოლაბის წარმომადგენელი.
სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ადგილზე, თუმცა კურსზე დასწრება დისტანციურად ონლაინაც არის შესაძლებელი.