UI/UX დიზაინი (Figma)
ხანგრძლივობა
რაოდენობა
ფასი
ხანგრძლივობა
რაოდენობა
ფასი
კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან სამომხმარებლო ინტერფეისების (UI) და გამოცდილებითი დიზაინის (UX) საწყისებს, პროექტის ეტაპების სწორად გაგეგმვასა და წარმართვა. შეისწავლიან დიზაინის შემუშავების პრინციპებს და პროგრამა Figma-ს საშუალებით შეძლებენ ვებ დიზაინის დამოუკიდებლად შემუშავებას. იმუშავებენ პროექტზე და მიიღებენ პრაქტიკულ რჩევებს.
UI/UX დიზაინერი არის სწორედ არის აადამიანი რომელიც მომხმარებლისათვის კომფორტულ და გასაგებ ვებგვერდების, მობილური აპლიკაციების და კომპიუტერული პროგრამების დიზაინს ქმნის.
კურსის დასრულების შემდეგ, სტუდენტებს ეცოდინებათ:
- ონლაინ პლატფორა, Figma-ში მუშაობა;
- მარტივი პროექტების აწყობა;
- ვებ-გვერდის ელემენტების (ღილაკები, ინტერაქციული ელემენტები და ა.შ.შემუშავება);
- პროტოტიპების მომზადება;
- Plugin-ები და მათი გამოყენება Figma-ში;
სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ადგილზე, თუმცა კურსზე დასწრება დისტანციურად ონლაინაც არის შესაძლებელი.
კურსზე რეგისტრაცია მუდმივად გახსნილია, ხოლო სწავლის დაწყების პერიოდია 2024 წლის შემოდგომა. მსურველებს, აღნიშნულ პერიოდში დაუკავშირდება ჯეოლაბის წარმომადგენელი.
- აკრედიტირებული უნივერსიტეტების სტუდენტებზე და სკოლის მოსწავლეებზე, ასევე შპს “ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის” კურსდამთავრებულებზე და მათზე, ვისაც ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში გავლილი აქვს სხვა სასერტიფიკატო კურსი, ვრცელდება 20% ფასდაკლება.
- ერთი ორგანიზაციიდან ხუთ ან მეტ წარმომადგენელზე 10% ფასდაკლება.
- ერთი ოჯახიდან ორ ან მეტ წარმომადგენელზე 10% ფასდაკლება.