თამაშების დეველოპმენტი UNITY
ხანგრძლივობა
რაოდენობა
ფასი
ხანგრძლივობა
რაოდენობა
ფასი
Unity კროსპლატფორმული პროგრამაა, რომელიც, ძირითადად, კომპიუტერული თამაშების შესაქმნელად გამოიყენება. Unity 2005 წელს შეიქმნა, როგორც Apple-ის კომპიუტერებისათვის (OS X) კომპიუტერული თამაშების შესაქმნელი სისტემა. შემდეგ, დროთა განმავლობაში, ის კროსპლატფორმულ სისტემად ტრანსფორმირდა. კროსპლატფორმულობა საშუალებას იძლევა, პროგრამისტის მიერ შექმნილმა კომპიუტერულმა თამაშმა სხვადასხვა პლატფორმაზე იმუშაოს.
Unity-ს საშუალებით შექმნილი თამაშები, შეიძლება 20-ზე მეტ პლათფორმაზე გაეშვას. მათ შორის, Windows, Android, Mac OS, iOS, Xbox, Wii და ა. შ. ასევე სხვადასხვა ვებ ბრაუზერში. Unity სხვადასხვა სახის 2D და 3D გამოსახულების იმპორტირების საშუალებას იძლევა (Autodesk 3ds Max, Maya, Softimage, Blender, Modo, ZBrush, Cinema 4D, Cheetah 3D, Adobe Photoshop, Adobe Fireworks). შესაბამისად, Unity-ში შესაძლებელია 2D და 3D თამაშების შექმნა. Unity-ში ინტეგრირებული თაიმლაინი თამაშის შემქმნელებს მნიშვნელოვნად უადვილებს საქმეს.
კურსის ფარგლებში სტუდენტები იმ ძირითად პრინციპებს სწავლობენ, რომელზე დაყრდნობითაც კომპიუტერული თამაშები იქმნება. ლექტორის მომზადებული სასწავლო მასალის მიხედვით, სტუდენტები თავად ქმნიან Unity-ში კროსპლატფორმულ თამაშებს.
სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ადგილზე, თუმცა კურსზე დასწრება დისტანციურად ონლაინაც არის შესაძლებელი.
კურსზე რეგისტრაცია მუდმივად გახსნილია, ხოლო სწავლის დაწყების პერიოდია 2024 წლის შემოდგომა. მსურველებს, აღნიშნულ პერიოდში დაუკავშირდება ჯეოლაბის წარმომადგენელი.
- აკრედიტირებული უნივერსიტეტების სტუდენტებზე და სკოლის მოსწავლეებზე, ასევე შპს “ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის” კურსდამთავრებულებზე და მათზე, ვისაც ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში გავლილი აქვს სხვა სასერტიფიკატო კურსი, ვრცელდება 20% ფასდაკლება.
- ერთი ორგანიზაციიდან ხუთ ან მეტ წარმომადგენელზე 10% ფასდაკლება.
- ერთი ოჯახიდან ორ ან მეტ წარმომადგენელზე 10% ფასდაკლება.