შრიფტის დიზაინის ვორქშოპი
ხანგრძლივობა
რაოდენობა
ფასი
2 დღე
10 საათი
350
ხანგრძლივობა
2 დღე
რაოდენობა
10 საათი
ფასი
350
ვორქშოპის ფარგლებში მონაწილეები შეძლებენ გაეცნონ შრიფტის დიზაინის ძირითად პრინციპებს და შეიმუშაონ რეალური შრიფტის დიზაინი.
ვორქშოპის მონაწილეები გაივლიან რეალურ, პრაქტიკულ ისეთ პროცესებს, რაც სამომავლოდ ამ მიმართულების გაგრძელებაში დაეხმარებათ.
ვორქშოპი განკუთვნილია, მათთვის ვინც საბაზისო დონეზე იცის ვექტორულ პროგრამებში მუშაობა და სურს ეს ცოდნა შრიფტის დიზაინის მიმართულებაში გამოიყენოს. პრაქტიკული გამოცდილების დახმარებით აიმაღლოს დიზაინის ამ მიმართულების შესახებ ცოდნა და მომავალში გამოიყენოს.
ვორქშოპზე მონაწილეები უზრუნველყოფილნი იქნებიან ჯეოლაბის ტექნიკით. იმუშავებენ მაკის სისტემაზე, აპლიკაცია Glyphs-ში, შემდეგ თემებზე:
- თეორიული ნაწილი, შრიფტის სხვადასხვა სტილების განხილვა
- შრიფტის დიზაინის ძირითადი ელემენტების განხილვა
- პრაქტიკული მუშაობა შრიფტის მარტივ დიზაინზე
- შრიფტის დიზაინის კონკრეტული მაგალითის შერჩევა და მასზე მუშაობა
- არჩეული შრიფტის დიზაინის სისტემაში არარსებული სიმბოლოების ინტეგრირება სტილის და ჰარმონიულობის დაცვით
- შტრიხის სხვადასხვა წონის შექმნა და მათი განხილვა
- კერნინგის და სხვა პარამეტრების გათვალისწინება, შრიფტების ექსპორტი და გრაფიკულ პროგრამებში გამოყენება
ვორქშოფის ჩატარება იგეგმება 2024 წლის შემოდგომას, შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაცია.
ლექტორი
კომუნიკაციის დიზაინერი
Login with your site account
Modal title
Main Content