მობილური პროგრამირება iOS
ხანგრძლივობა
რაოდენობა
ფასი
ხანგრძლივობა
რაოდენობა
ფასი
კომპანია Apple არაერთხელ დასახელდა მსოფლიოში ნომერ პირველ ბრენდად. Apple-ის პროდუქტები, ისევე როგორც ამ პროდუქტებისათვის შექმნილი პროგრამები და მობილური აპლიკაციები, განსაკუთრებული ხარისხითა და დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა. თუ გსურთ გახდეთ ამ ბრენდის ნაწილი, შექმნათ სხვადასხვა პროგრამული პროდუქტი iPhone-ისა და iPad-ისათვის, მაშინ swift-ის შესწავლას უნდა შეუდგეთ. ეს პროგრამირების ენა, პირველად 2014 წლის იანვარში წარმოადგინა კომპანია Apple-მა.
კურსის ფარგლებში სტუდენტები Swift -ის პროგრამულ ენაზე კოდის შექმნას და Xcode-ის პროგრამულ გარემოში მუშაობას სწავლობენ. ლექტორის მიერ მომზადებული სასწავლო მასალის მიხედვით, iPhone-ისა და iPad-ისათვის მობილურ აპლიკაციებს თავად ქმნიან.
ჯეოლაბის სტუდენტები უზრუნველყოფილნი იქნებიან Mac-ის კომპიუტერებით. ამასთან მათ საშუალება აქვთ საკუთარი iOS აპლიკაციები ჯეოლაბში არსებული Apple-ის ტექნიკის დახმარებით დატესტონ.
კურსის გავლის შედეგად სტუდენტებს ეცოდინებათ:
- Xcode-ში მუშაობა
- Swift პროგრამირების ენა
- iPhone-ისთვის მორგებული აპლიკაციების შექმნა
კურსზე რეგისტრაცია მუდმივად გახსნილია, ხოლო სწავლის დაწყების პერიოდია 2024 წლის შემოდგომა. მსურველებს, აღნიშნულ პერიოდში დაუკავშირდება ჯეოლაბის წარმომადგენელი.
სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ადგილზე, თუმცა კურსზე დასწრება დისტანციურად ონლაინაც არის შესაძლებელი.
- აკრედიტირებული უნივერსიტეტების სტუდენტებზე და სკოლის მოსწავლეებზე, ასევე შპს “ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის” კურსდამთავრებულებზე და მათზე, ვისაც ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში გავლილი აქვს სხვა სასერტიფიკატო კურსი, ვრცელდება 20% ფასდაკლება.
- ერთი ორგანიზაციიდან ხუთ ან მეტ წარმომადგენელზე 10% ფასდაკლება.
- ერთი ოჯახიდან ორ ან მეტ წარმომადგენელზე 10% ფასდაკლება.