ეთიკური ჰაკინგი
ხანგრძლივობა
რაოდენობა
ფასი
ხანგრძლივობა
რაოდენობა
ფასი
კაცობრიობა დღითიდღე მიისწრაფვის ცხოვრების გაციფრულებისკენ, იქმნება ტექნოლოგიები, რომელთა ინტეგრაციაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ხდება. ეს კი ზრდის ვირტუალური ბოროტმოქმედებისთვის თავდასხმის არეალს. ციფრულ სამყაროში იყო დაცული, გამოწვევაა, რომლის დაძლევასაც პერმანენტული სწავლა, კვლევა და მუშაობა სჭირდება.
“Ethical hacking unleashed“, არის სასწავლო ოდისეა, რომელში მოგზაურობითაც, სტუდენტები პირველ ნაბიჯებს დგამენ „ჰაკინგის“ უკიდეგანო სამყაროში. კურსის მიმდინარეობისას ისინი გაეცნობიან განსხვავებული სახის მეთოდოლოგიებს, მიდგომებს და ისწავლიან, როგორ იაზროვნონ „ჰაკერის“ მსგავსად. ყოველი ახალი ლექცია დაეხმარება მათ, აღმოაჩინონ თავდასხმის განსხვავებული სახეები. ისწავლიან, სისუსტეების იდენტიფიცირების და მათი ექსპლუატაციის გზებს. მანქანების „გატეხვასთან“ ერთად მსმენელები გაეცნობიან თავდაცვის განსხვავებულ მეთოდებსა და მიდგომებს. ამასთან, ვისაუბრებთ ისტორიაში ცნობილ შეტევებსა და ვირუსებზე.
კურსის ბოლოს მსმენელები დამოუკიდებლად შეძლებენ „გატეხონ“ მარტივი და საშუალო დონის მანქანები. ეცოდინებათ, დამოუკიდებლად, როგორ გააგრძელონ სწავლა თავისთვის საინტერესო მიმართულებით, როგორ მოიპოვონ მასალები და დაეუფლებიან „self-study“-ის ხელოვნებას, როგორც თვით განვითარების ფუნდამენტს.
კურსზე რეგისტრაცია მუდმივად გახსნილია, ხოლო სწავლის დაწყების პერიოდია 2024 წლის შემოდგომა. მსურველებს, აღნიშნულ პერიოდში დაუკავშირდება ჯეოლაბის წარმომადგენელი.
სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ადგილზე, თუმცა კურსზე დასწრება დისტანციურად ონლაინაც არის შესაძლებელი.