Preaload Image

დრონების გამოყენება: თეორიიდან პრაქტიკამდე

ხანგრძლივობა

რაოდენობა

ფასი

2 თვე
14 ლექცია, 28 საათი
1300

ხანგრძლივობა

2 თვე

რაოდენობა

14 ლექცია, 28 საათი

ფასი

1300

კურსის მიზანია, მსმენელებმა მიიღონ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული გამოცდილება უპილოტო საფრენი აპარატების, დრონების გამოყენების კუთხით.

მონაწილეები სასწავლო პროგრამის განმავლობაში გაეცნობიან როგორც დრონის აგებულებას, ასევე მისი ცალკეული ნაწილების დანიშნულებას. შეიტყობენ პირველი დრონების შექმნის ისტორიას. გაერკვევიან დრონების განვითარების ძირითად ეტაპებში. კურსის ფარგლებში ასევე საუბარი იქნება თანამედროვე დრონების შესაძლებლობებზე და დრონების განვითარების სამომავლო პერსპექტივებზეც. შესაბამისად მსმენელები შეძლებენ თავად განსაზღვრონ თუ როგორ შეიძლება დრონის გამოყენება ბიზნესის სხვადასხვა სფეროში.

კურსის განმავლობაში შესწავლილი იქნება ის აუცილებელი პირობები, რაც უნდა იცოდეს დრონის ექსპლუატანტმა დრონის მართვასა და გამოყენებამდე. 

მონაწილეები შეისწავლიან დრონის მართვასა და უსაფრთხო გამოყენებასთან დაკავშირებულ რეგულაციებს. ასევე განხილული იქნება ექსპლუატაციის კატეგორიები და თითოეული მათგანის მოთხოვნები. ეს ცოდნა მსმენელებს დრონის მართვის ნებართვის ლიცენზიის აღებაში დაეხმარება.

კურსი პრაქტიკული ხასიათისაა და მსმენელები პრაქტიკული სემინარების განმავლობაში დაეუფლებიან დრონის მართვის პრინციპებს. 

კურსის გავლის შედეგად სტუდენტებს ეცოდინებათ:

  • დრონის შექმნის და განვითარების ეტაპები
  • შეძლებენ დააგენერირონ იდეები სამომავლოდ სხვადასხვა ბიზნეს საქმიანობაში დრონის მულტიპროფილურ გამოყენებაზე
  • შეძლებენ მართონ დრონი დამოუკიდებლად
  • ისწავლიან რეგულაციებსა და უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის აუცილებელ პირობებს

კურსი არ მოითხოვს დრონის ექსპლუატაციისა და მართვის საბაზისო ცოდნას, ის ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომია.

კურსზე რეგისტრაცია მუდმივად გახსნილია, ხოლო სწავლის დაწყების პერიოდია 2025 წლის გაზაფხული. მსურველებს, აღნიშნულ პერიოდში დაუკავშირდება ჯეოლაბის წარმომადგენელი.

ლექტორი

მრავალკამერიანი პირდაპირი ეთერის რეჟისორი და დრონის პილოტი