გიორგი ვახტანგიშვილი

Android დეველოპერი

2015 წლიდან დღემდე - Geolab-ის ტექნიკური დირექტორი. ასწავლის თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტსა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA). არის GDG Tbilisi-ის (Google’s Developer Groups Tbilisi) ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი.

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბაკალავრი, მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით. გავლილი აქვს GDE-ის (Google Developer Expert) ანდროიდ ექსპერტების ჯგუფის ტრენინგი.

2011-2012 წწ. მოიპოვა ACM-ის ნახევარფინალის მესამე ხარისხის დიპლომი.

2013 წ. მესამე ადგილი დაიკავა Unihack-ის ჰაკათონზე, პროექტით - “Cloud Library”.

2014-2015 წწ. - კომპანია „Altasoftware”-ის ანდროიდ დეველოპერი. აქვს ICT სფეროში რამდენიმეწლიანი სამუშაო გამოცდილება.

პროექტები:

სხვადასხვა პროექტში იყო freelancer;

B2B პროექტებზე მუშაობდა ბანკებთან “კონსტანტა“ და „TBC”.