ერეკლე მაღრაძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დევოპს ჯორჯიას დამფუძნებელი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დევოპს ჯორჯიას დამფუძნებელი

2007 წლიდან არის IT ინდუსტრიაში, როგორც საინჟინრო ასევე მენეჯერულ პოზიციებზე.

2018 წლიდან არის დევოპს ჯორჯიას ერთ-ერთი დამფუძნებელი და კონფერენცია DevOps Con Tbilisi-ის ორგანიზატორი. DevOps-ის და ავტომატიზაციის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება აქვს 2016 წლიდან. 

მუშაობდა სისტემურ ანალიტიკოსად და ავტომატიზაციის ინჟინრად კარლსრუეს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის, Smart Data Innovation Lab-ის პროექტში (კარლსრუე გერმანია), ხოლო შემდეგ დევოპსისა და დიდი მონაცემების ანალიტიკის მიმართულების ხელმძღვანელად კომპანია რეკოგაიზერში (ბონი, გერმანია). 

2008 წლიდან ვმუშაობდა როგორც პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი CERN-ის ATLAS ექპსერიმენტის ჯერ ქართულ ხოლო შემდეგ გერმანულ (გიოტინგენის უნივერსიტეტის ჯგუფში). 

2012 წლიდან იყო გოტინგენის უნივერსიტეტის, GoeGrid გამოთვლითი ცენტრის ოპერაციების ავტომატიზაციის  წამყვანი ინჟინერი და მკვლევარი. 

2019 წლიდან 2021წლამდე იყო MaxinAI-ის ინჟინერიის მიმართულების დირექტორი

2021 წლის მარტიდან კი არის EPAM ჯორჯიას წამყვანი სისტემური ინჟინერი.

ერეკლეს ინტერესთა სფეროებია: DevOps, DataOps და ავტომატიზაცია დიდი მონაცემების ანალიტიკის პლატფორმებზე.