პავლე ტაბატაძე

თამაშების დეველოპერი

სწავლობს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, ინფორმატიკის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტზე.

აქვს ბლოგი, სადაც განთავსებულია სტატიები თანამედროვე და მომავლის ტექნოლოგიებზე.

ჩატარებული აქვს: ტრენინგები თემებზე - „მომავლის ტექნოლოგიები“, „როგორ შევქმნათ და ვმართოთ ბლოგი“ ბანაკში „EGMA Camp“; ტრენინგები სოციალური მედიის მიმართულებით და სამოქალაქო განათლების საკითხებზე. ასევე, ლექციათა კურსი თემაზე „როგორ შევქმნათ თამაში Unity-ში“.

მუშაობდა კომპანიებში: „Octappus Studio”, „Nextep” და ელ. წიგნების სახლში „საბა“. ასევე, აუდიტორიების სამართავ ელექტრონულ პლატფორმაზე წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში. პროგრამულად და ტექნიკურად უზრუნველყო კომპანია „ლივინგსტონის“ მიერ შექმნილი ინტერაქციული სტენდი და ე.წ. „ჯეოსელის ქუდები“.

„Game Jam Tbilisi 2015“ - ის გამარჯვებული.

პროექტები:

1. ინტერაქციული წიგნები დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის;

2. ინტერაქციული თამაშები დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის.

3. Space X

4. Sort And Recycle