ნინი თევდორაშვილი

დიზაინერი

2016 წლიდან კომპანიაში Betterfly მუშაობს დიზაინერად. ჯეოლაბში არის ლექტორის ასისტენტი დიზაინის მიმართულებით. კითხულობს ლექციებს საქართველოს კერძო სასწავლებელში - IT Academy Step.

სხვადასხვა პროექტის ფარგლებში კითხულობს სოციალური მედია მენეჯმენტის ლექციებს.

ნინი არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ბაკალავრი.

2015 წელს ჯეოლაბში გაიარა ინტერფეისის დიზაინის კურსი.

პროექტები:

განხორციელებული აქვს სხვადასხვა პროექტი პოლიგრაფიული დიზაინისა და ინტერფეისის დიზაინის მიმართულებით: soplidan.ge, ახალგაზრდები ინოვაციური განვითარებისთვის, DevFest და ა.შ.