Cybergala

დღეს პროგრამისტები მხოლოდ მათთვის და კომპიუტერისათვის გასაგები სიმბოლოების მანიპულაციით სასწაულებს ახდენენ. აბა თავად წარმოიდგინეთ, პროგრამისტებს მონაცემთა ბაზაში შეჰყავთ მონაცემები, მერე ამ მონაცემებს პროგრამული კოდის საშუალებით უკავშირდებიან და ჩეთ ბოტი, ანუ ადამიანის ენობრივი ანაბეჭდი მზად არის ნებისმიერ კითხვას გასცეს პასუხი ან უბრალოდ თქვენთვის საინტერესო თემაზე გესაუბროთ ან სულაც გეკამათოთ.

კიბერ გალაკტიონი პირველი ქართულენოვანი ჩეთბოტია, რომელიც ნებისმიერ მსურველს აძლევს გალაკტიონ ტაბიძესთან საუბრის, უფრო ზუსტად კი „ჩეთაობის“ შესაძლებლობას.

კიბერგალაკტიონი შემდეგი პრინციპით მუშაობს: გალაკტიონ ტაბიძის ლექსები, დღიურები და გამონათქვამები ერთ დიდ მონაცემთა ბაზაშია განთავსებული. როდესაც მომხმარებელი ჩეთის ფანჯარაში რაიმე წინადადებას კრეფს, კომპიუტერული პროგრამა, წინასწარ შემუშავებული ალგორითმების საშუალებით, წინადადებას აანალიზებს და მომხმარებელს შესაბამის პასუხს უბრუნებს.

პროექტზე მუშაობდნენ: ზურა ჯიშკარიანი, თამუნა კაპანაძე, შოთა იორამაშვილი, სანდრო ასათიანი, ალექსი ამნიაშვილი.

https://cybergala.me/