Ui

“Shemomedjamo”-სა და “zeg”-ის შემქმნელებისგან: წარმოგიდგენთ მეგა-ჭკვიან აპლიკაციას - Ui.

Ba dum tss!

Ui ქართული სიტყვაა, რომელიც ისე ჟღერს, მის გულში ჩაკვრას მოგანდომებთ. თუმცა, ეს სიტყვა გამოიყენება მაშინ, როცა გაგახსენდებათ, რომ რაღაც საშინლად მნიშვნელოვანი დაგავიწყდათ. მაგალითად, კარის ჩაკეტვა, თქვენი გველის გამოკვება ან საყიდლებზე წასვლა. Ui სრული დაფარვის ლოკაციაზე დაფუძნებული შემახსენებელი აპლიკაციაა. Ui-ს ფუნქციონალი ისეთივე მარტივია, როგორც თავად ამ სიტყვის სტრუქტურა. თქვენ ნიშნავთ ადგილმდებარეობას რუკაზე და აყენებთ შემახსენებელს, რაც იმას ნიშნავს, რომ როდესაც მონიშნულ ზონაში შეხვალთ ან მას დატოვებთ, თქვენი ტელეფონი ავტომატურად გამოუშვებს ორთქლს. ამოიგდეთ გონებიდან სახლის დატოვებისას გაზქურაზე დატოვებული მდუღარე რძის ან ბაღიდან ბავშვის გამოყვანის გონებიდან ამოვარდნა. Ui ამ ყველაფერს თავად მიხედავს იმ დროის განმავლობაში, როდესაც თქვენ თქვენს ეგზისტენციალურ კრიზისზე კონცენტრირებით იქნებით დაკავებული.

P.S. Ui-ს არ აქვს snooze ღილაკი.

https://itunes.apple.com/us/app/id1055398128