50+

უფრო ახლოს ინტერნეტთან

ჯეოსელის და ჯეოლაბის ერთობლივი, მოკლე სასწავლო პროგრამა, რომლის მიზანია უფროსი თაობის ადამიანები დააახლოოს ინტერნეტ-სივრცესთან და გააცნოს თანამედროვე საკომუნიკაციო არხები.

ორი კვირის განმავლობაში სტუდენტები ინტენსიურ რეჟიმში შეისწავლიან:

  • რა არის და როგორ გამოვიყენოთ კომპიუტერი, ინტერნეტი, ბრაუზერი, ელ.ფოსტა
  • სოციალური ქსელების არსი და გამოყენება
  • ციფრული ტელევიზიის და youtube -ის გამოყენება
  • რა არის სმარტფონი, როგორ გამოვიყენოთ სმარტფონის აპლიკაციები

სასწავლო პროცესში ჩართვა შეუძლია 50 წელს გადაცილებულ ნებისმიერ მსურველს.

სწავლა უფასოა, ადგილები - შეზღუდული.

აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია.

ამ ეტაპზე რეგისტრაცია დასრულებულია.