ყველას, ვისაც სურს, არ ჩამორჩეს დროს და ინტერნეტის შესაძლებლობები საკუთარ ინტერესებს მოარგოს, "ჯეოლაბი" და "ჯეოსელი" სთავაზობს ერთობლივ სასწავლო პროგრამას "უფრო ახლოს ინტერნეტთან - 50+". პროგრამის ლექტორები „ჯეოლაბის“ კურსდამთავრებულები არიან.

პროგრამირების, დიზაინისა და კომუნიკაციის ერთი ნაჭერი - ამ სახელწოდებით, ჯეოლაბში ვორქშოპების სერია ჩატარდა. ნებისმიერ მსურველს, ვისაც აინტერესებდა რომელიმე  მიმართულება, სრულიად უფასოდ შეეძლო, დაეგემოვნებინა გემრიელი ტორტის ერთი ნაჭერი.

პრე-აქსელერატორი არის ტრენინგებისა და მენტორშიპის 3-4 კვირიანი ინტენსიური კურსი, რომელიც დაეხმარება სტარტაპს ბიზნეს იდეების დახვეწაში, საჭირო ცოდნისა და გამოცდილების მიღებაში . პროგრამის გავლის შემდეგ სტარტაპს თამამად შეეძლება წარსდგეს ინვესტორთა წინაშე და მოიპოვოს დაფინანსება. მსოფლიოს მასშტაბით პრეაქსელერატორი აღიარებულია, როგორც სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების მნიშვნელოვანი საშუალება.

კომპიუტერული თამაშების ინდუსტრიამ თავისი ბრუნვით უკვე დიდი ხანია გაასწრო ფილმების ინდუსტრიას. თანამედროვე კომპიუტერულ თამაშებში იქნება, როგორც არსებული სამყაროს ვირტუალური ასლი ასევე არარსებული, ფანტასტიური სამყაროები, რომლებშიც სხვადასხვა უცნაური არსებები ბინადრობენ. თამაშების გრაფიკაც უკვე დიდი ხანია არ ჩამოუვარდება თანამედროვე კინოინდუსტრიის პროდუქტებს. 3D გრაფიკით გაჯერებული კომპიუტერული თამაშის შექმნა რა თქმა უნდა რთულია და დიდ რესურსებს მოითხოვს, როგორც ფინანსურს ასევე ინტელექტუალურსაც, მაგრამ ამ მიმართულების მომხიბლაობა სწორედ იმაშია რომ პირველ ეტაპზე შესაძლებელია საკუთარი ძალების და შესაძლებლობების შედარებით მარტივ თამაშებში გამოცდა. ასეთი თამაშები არანაკლები პოპულარობით სარგებლობს და უკვე უამრავი წარმატების მაგალითი არსებობს.