კარნახით აკრეფილი ტექსტი

იმისათვის რომ ეს პოსტი დამეწერა Google Drive-ი გამოვიყენე. მაგრამ ამიჯერად ტექსტი ხილით კი არ ავკრიფე, არამედ Google-ს ვუკარნახე.   ადრე სიტყვა კარნახის გაგონებაზე სკოლა მახსენდებოდა. უფრო ზუსტად კი საკონტროლო, ანუ კარნახით წერა. ახლა კი ალბათ Google-ი გამახსენდება ხოლმე.

ამ ფუნქციის გამოყენება ძალიან ადვილია. თქვენც შეგიძლიათ სცადოთ. ამისათვის Google Drive-ში უნდა გახსნათ Google Docs-ი. შემდეგ შეხვიდეთ განყოფილებაში Tools. აირჩიეთ ინსტრუმენტი Voice typing. შემდეგ კი ქართული ენა მოძებნეთ შესაბამის მენიუში.

უფრო გასაგები რომ იყოს თუ როგორ შეგიძლიათ კარნახით აკრიფოთ ტექსტი, პატარა ვიდეო თუთორიალი ჩავწერე.