ქალები ტექნოლოგიებში

ჯეოსელის სტიპენდიანტი მირანდა ნამიჭეიშვილი

 

ჩემი აზრით, ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნისთვის, სადაც ქალების საკმაოდ დიდ ნაწილს თითქმის არ აქვს პროფესიული შეხება ტექნოლოგიებთან და კომპიუტერულ პროგრამებთან, რაც დღეს ძირითადი მოთხოვნილებაა მაღალანაზღაურებად სამსახურში დასასაქმებელად. ეს ინიციატივა კარგი ბიძგია, საქართველოში, ტექნოლოგიური განათლების პოპულარიზაციისთვის.

ჯეოლაბში სწავლა იძლევა საშუალებას, რომ სტუდენტებმა თანმიმდევრულად და  საფუძვლიანად შეისწავლონ კომპიუტერული პროგრამები, შეუზღუდავად ისარგებლონ კომფორტული სამუშაო სივრცით, იყვნენ ტექნოლოგიური სიახლეებით ინფორმირებულები, ჩამოყალიბდნენ პროფესიონალებად და ხელი შეეწყოთ დასაქმებაში.

სწავლის პროცესი აღმოჩნდა ძალიან საინტერესო, შემეცნებითი, გამართული და თანამედროვე. ლექტორები თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან და არ ტოვებენ უყურადღებოდ სტუდენტების შეკითხვებს და აქტიურობას. დარწმუნებული ვარ, ჯეოლაბში შეძენილი ცოდნა და გამოცდილება ჩემთვის მნიშვნელოვანი ცვლილებების მომტანი იქნება.

 

გაიარე რეგისტრაცია და გახდი ჯეოსელის სტიპენდიანტი