ქალები ტექნოლოგიებში

ჯეოსელის სტიპენდიანტი მაკა ქიტესაშვილი

 

რა  ცვლილებების მომტანი შეიძლება იყოს ჯეოლაბი თქვენთვის?

ჩემთვის უკვე არის სიახლის მომტანი. ამ პროექტის ფარგლებში, სულ რაღაც სამ თვეში შევძელი ახალი პროფესია შემეძინა... ბაკალავრის ოთხი წელი, პლუს მაგისტრატურაზე ორი წელი ვისწავლე და არჩეული პროფესიით მუშაობას  დღემდე ვერ ვახერხებდი. ‘’ჯეოლაბში’’ კი სწავლა ჯერ არ დაგვისრულებია და აქ მიღებული ცოდნით, პარალელურად ერთ-ერთ კომპანიაში დავიწყე მუშაობა. უღრმესი მადლობა ‘’ჯეოსელს’’,  რომ ამდენი განაცხადიდან 2 დაფინანსებულ სტუდენტს შორის ერთ-ერთი ვარ მე...

 

როგორია სწავლის პროცესი?

სწავლა საინტერესოდ მიმდინარეობს,  ძირითადად  პრაქტიკული სამუშაოსგან შედგება.  ლექციიდან ლექციამდე ვიზრდებით. როცა ვხედავ, რომ  ლექტორი ჩემზე უმცროსია, უფრო მოტივირებული ვარ. გარდა ამისა,  ‘’ჯეოლაბში’’ დამატებით გავდივარ სტაჟირებას, სადაც ვიღებთ დავალებებს და გუნდურად ვამუშავებთ, ეს კიდევ უფრო გვეხმარება ცოდნის გაღრმავებაში.

ასევე მივიღე მონაწილეობა ‘’ჯეოსელის’’ პროექტში  ,,50+'', რომლის ფარგლებშიც უფროს თაობას დავეხმარეთ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებისთვის აეწყოთ ფეხი. ჩემთვის ესეც ერთგვარი გამოწვევა იყო, ამით ჩემი თავი კიდევ ერთ ახალ პროფესიაში აღმოვაჩინე. მათთან ურთიერთობა ძალიან საინტერესო იყო.   ერთ ყველაზე ასაკოვან ქალბატონს გამოვარჩევ, რომელიც 74 წლის არის და დღეს  ჩემთვის ყველაზე აქტიური ფეისბუქ - მომხმარებელია.  :)

 

ქალები ტექნოლოგიებში, ასე ჰქვია ჯეოსელის ამ პროექტს. როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ინიციატივა?

ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია. მე პირადად მყავს 3 შვილი, ჩემი ოჯახის შემოსავალი ძირითადად მათ აღზრდას და განათლებას ხმარდება, ამიტომ  ჩემი პროფესიული განვითარება რატომღაც მეორე პლანზე იყო გადაწეული. ვცდილობდი ეს პროგრამები ვიდეო გაკვეთილებით მესწავლა, მაგრამ თავს ვერასდროს ვაბამდი... მე ვარ მხატვარ-დიზაინერი და სწორედ ამ პროექტის მეშვეობით, დღეს უკვე შემიძლია ჩემი შესაძლებლობები გარდა ტილოსა და ფუნჯისა, უკვე თანამედროვე ტექნოლოგიებით გადმოვცე.