სტარტაპ პრე-აქსელერატორი

პრე-აქსელერატორი არის ტრენინგებისა და მენტორშიპის 3-4 კვირიანი ინტენსიური კურსი, რომელიც დაეხმარება სტარტაპს ბიზნეს იდეების დახვეწაში, საჭირო ცოდნისა და გამოცდილების მიღებაში . პროგრამის გავლის შემდეგ სტარტაპს თამამად შეეძლება წარსდგეს ინვესტორთა წინაშე და მოიპოვოს დაფინანსება. მსოფლიოს მასშტაბით პრეაქსელერატორი აღიარებულია, როგორც სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების მნიშვნელოვანი საშუალება.

  • 17 ნოემბერი - ივენთის გაშვება და შესავსები ფორმის განთავსება
  • 22 ნოემბერი - ღია კარის დღე
  • 17-28 შევსებული ფორმების მიღება
  • 28-29 ნოემებრი - ფორმების განხილვა და შორთლისთის შერჩევა
  • 1 დეკემბერი - შორთლისთიში მოხვედრილ გუნდებთან გასაუბრება
  • 3 დეკემბერი - ტრენინგის დაწყება

ჯეოლაბი პრეაქსელერაციის კურსის ფარგლებში სტარტაპებს დაეხმარება სამი მიმართლებით:

1. დაუთმობს სტარტატებს სივრცეს, (ჯეოლაბის ლაბორატორია) რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, სთავაზობს მონაწილეებს კომფორტულ სამუშაო გარემოს და არის ღია 24 საათის განმავლობაში.

2. გამოუყოფს სტარტაპებს შესაბამის სფეროში გამოცდილ მენტორებს. მენტორებთან შეხვედრებისთვის გამოყოფილი იქნება კვირაში ორი ორ საათიანი შეხვედრა. ასევე ყველა მენტორი მოაწყობს ერთ საერთო ლექციას თავისი ცოდნის და გამოცდილების გასაზიარებლად.

3. ჯეოლაბის ექსპერტთა გუნდი ჩაატარებენ საერთო ლექციებს დიზაინის და პროგრამირების მიმართულებით. ასევე სტარტაპებისთვის გამოყოფენ კვირაში ორ საათს თავიანთი ექსპერტიზის სფეროში ტექნიკური კონსულტაციების გასაწევად.

ჯეოლაბის პრე-აქსელერატორის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ლექციები, ვორქშოფები და კონსულტაციები ჩაიწერება ვიდეო ფორმატში. ვიდეო მასალა ქრონოლოგიურად შეიკრიბება და განთავსდება ჯეოლაბის Youtube არხზე.

პროექტში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ ფორმა