კომპიუტერული თამაშები

კომპიუტერული თამაშების ინდუსტრიამ თავისი ბრუნვით უკვე დიდი ხანია გაასწრო ფილმების ინდუსტრიას. თანამედროვე კომპიუტერულ თამაშებში იქნება, როგორც არსებული სამყაროს ვირტუალური ასლი ასევე არარსებული, ფანტასტიური სამყაროები, რომლებშიც სხვადასხვა უცნაური არსებები ბინადრობენ. თამაშების გრაფიკაც უკვე დიდი ხანია არ ჩამოუვარდება თანამედროვე კინოინდუსტრიის პროდუქტებს. 3D გრაფიკით გაჯერებული კომპიუტერული თამაშის შექმნა რა თქმა უნდა რთულია და დიდ რესურსებს მოითხოვს, როგორც ფინანსურს ასევე ინტელექტუალურსაც, მაგრამ ამ მიმართულების მომხიბლაობა სწორედ იმაშია რომ პირველ ეტაპზე შესაძლებელია საკუთარი ძალების და შესაძლებლობების შედარებით მარტივ თამაშებში გამოცდა. ასეთი თამაშები არანაკლები პოპულარობით სარგებლობს და უკვე უამრავი წარმატების მაგალითი არსებობს. 

GeoLab-ში თამაშების შექმნა Unity-ს გარემოში ისწავლება. ამ პროგრამულ სივრცეში შექმნილი თამაშის 16-ზე მეტ პლათფორმაზე დაექსპორტება შეიძლება. გეიმ დეველოპერი ქმნის თამაშს, წერს პროგრამულ კოდს და შემდეგ მის მიერ შექმნილი თამაშის 16-ზე მეტ პლათფორმაზე გადატანა არის შესაძლებელი. ისეთზე როგორიცაა Windows, Android, Mac OS, iOS, Xbox, Wii და ა. შ.. 

GeoLab-ში სასწავლო პროცესს შესაბამისი სფეროს გამოცდილი პრაქტიკოსი სპეციალისტები უძღვებიან და სწავლის პარალელურად სტუდენტები პრაქტიკულ სამუშაოში არიან ჩართულები. კურსი ოთხ თვიანია. სამი თვის განმავლობაში სტუდენტები სწავლობენ, ბოლო ერთი თვის განმავლობაში კი ლექტორების დახმარებით საკუთარ თამაშებს ქმნიან.

დამატებითი ინფორმაცია კურსის შესახებ