რა არის ჯეოლაბი?

ჯეოლაბი წარმოადგენს მობილური და ვებ აპლიკაციების ლაბორატორიას. ეს არის სივრცე, რომელიც 24 საათის განმავლობაში ღიაა სხვადასხვა საინტერესო და ინოვაციური პროექტების განხორციელებისათვის. ჯეოლაბი აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით და დაგეხმარებათ თქვენი კრეატიული იდეების რეალიზებასა და ტექნიკური უნარ–ჩვევების რეალიზებაში. ჯეოლაბი გაძლევთ საშუალებას შექმნათ ბიზნესზე ორიენტირებული სერვისები, პროდუქტები და პროტოტიპები.

ჯეოლაბის განუყოფელი ნაწილია სასწავლო ცენტრი. სასწავლო ცენტრში ნებისმიერ მსურველ შეუძლება ისწავლოს და დაეუფლოს ცოდნას, რომელიც მას მომავალში საშუალებას მისცემს თავად შექმნას პროგრამული პროდუქტი, შეიმუშავოს ვებგვერდის ან მობილური აპლიკაციის დიზაინი, დააპროექტოს და მართოს პროგრამულ სფეროსთან დაკავშირებული პროექტები.

სწავლის მიმართულებები?

თუ თქვენ გაინტერესებთ პროგრამირება, მობილური და ვებ ტექნოლოგიები, 3D გრაფიკა, პროგრამული პროდუქტების შექმნა ან ონლაინ კონტენტის მართვა თუ თქვენ გსურთ არა მარტო თეორიული ცოდნის მიღება არამედ პრაქტიკული პროექტების განხორციელება, მაშინ ჯეოლაბი ეს ის სივრცეა სადაც თქვენ გელოდებიან.

ჯეოლაბის სასწავლო ცენტრში თქვენ შეგიძლიათ ექვსი სხვადასხვა მიმართულებით ისწავლოთ და თითოეული მიმართულების ფარგლებში თქვენ მიერ შერჩეულ სპეციალიზაციას დაეუფლოთ.

როგორ მოვხვდე ჯეოლაბში? ვის შეუძლია მოხვდეს?

ჯეოლაბში მოსახვედრად უნდა ჩაირიცხოთ ჯეოლაბის სასწავლო ცენტრში. ამისათვის ეწვიეთ ვებ გვერდს geolab.edu.ge და შეავსეთ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა. სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდეგ მსურველები გაივლიან გასაუბრებას. გასაუბრებაზე დაიშვება ყველა ვინც ონლაინ ფორმას შეავსებს.

გასაუბრების კრიტერიუმები:

        1. მოტივაცია

        2. პროფესიულ კურსზე შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატებს რომელსაც გააჩნიათ საბაზისო, ელემენტარული ცოდნა შერჩეული მიმართულებით

რა არის კურსის ღირებულება?

        პროფესული კურსის ღირებულება შეადგენს 1200 ლარს. სტუდენტებისათვის გათვალისწინებულია 20% ფასდაკლება. საქართველოში აკრედიტებული საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენის შემთხვევაში სწავლების საფასური შეადგენს 960 ლარს.

        მოკლე კურსის ღირებუება შეადგენს 650 ლარს.

რა დროს ტარდება ლექციები? ყოველდღეა თუ არა?

ლექციები იწყება საღამოს 7 საათზე და ორი საათის განმავლობაში გრძელდება. ამის გარდა ჯეოლაბი 24 საათის განმავლობაში ღიაა სტუდენტებისთვის.

პროფეიული კურსის შემთხვევაში ლექციების ცხრილის შესაბამისად არის ისეთი კვირები როდესაც მეცადინეობა ყოველ დღე ანუ ყოველ საღამოს ტარდება. თუმცა ზოგ პერიოდებში ლექციები დღეგამოშვებითაა.

ვინ ატარებს ლექციებს?

პროფესორები შესაბამისი სფეროს პროფესიონალები არიან. ანუ ყველა პროფესორი პრაქტიკოსია, ასწავლის იმას რისი არა მარტო თეორიული, არამედ პრაქტიკული გამოცდილებაც გააჩნია.

მივიღებ თუ არა სერთიფიკატს?

დიახ, სწავლების ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი. სერტიფიკატს მიიღებენ ის სტუდენტები რომლებიც სწავლების განმავლობაში დადებით შეფასებას მიიღებენ და სწავლების ბოლოს წარმოადგენენ ფინალურ პროექტს. წარჩინებულ სტუდენტებს გადაეცემათ კურსების წარჩინებულად გავლის სერტიფიკატი.

აკრედიტირებულია თუ არა?

სასწავლო ცენტრი აკრედიტებული არ არის. (აკრედიტებულ სასწავლებელში სწავლება ან ოთხწლიანია - ბაკალავრიატი. ან ორწლიანი - მაგისტრატურა. ასევე აკრედიტებულ სასწავლებლებში ჩასაბარებლად აუცილებელია ეროვნული გამოცდების ჩაბარება. ჩვენთან მოსახვედრად არ არის საჭირო გამოცდის ჩაბარება. სტუდენტები გასაუბრების საფუძველზე ჩაირიცხებიან. ამასთანავე სწავლება ოთხთვიანია)

სად არის ჯეოლაბი?

ჯეოლაბი მდებარეობს ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) შენობაში: მერაბ ალექსიძის 10.

რა პერიოდი გრძელდება კურსი?

პროფესიული კურსი ოთხთვიანია. სამი თვის განმავლობაში სტუდენტები ეუფლებიან არჩეულ პროფესიას. ხოლო ერთი თვის განმავლობაში, პროფესორების დახმარებით მუშაობენ საკუთარ პროექტზე.

მოკლე კურსი ორთვიანია.

რა ხანგრძლივობისაა ლექციები?

ლექციები საშუალოდ ორი საათი გრძელდება.

კურსდამთავრებულების დასაქმება და პრაქტიკა

წარჩინებულ კურსდამთავრებულს საშუალება ექნება გაიაროს პრაქტიკა ჯეოსელში და სხვა წამყვან კომპანიებში.

სასწავლო კურსის კოორდინატორი

სწავლის პროცესთან დაკავშირებულ შეკითხვებს უპასუხებს:

ლანა ლაბაძე

591994947

lana@geolab.edu.ge