რა არის GeoLab?

ჯეოლაბი - მობილური და ვებ აპლიკაციების ლაბორატორიაა. ეს არის სივრცე, რომელიც 24 საათის განმავლობაში ღიაა სხვადასხვა საინტერესო და ინოვაციური პროექტის განხორციელებისათვის. ჯეოლაბის განუყოფელი ნაწილია სასწავლო ცენტრი, რომელშიც ნებისმიერ მსურველს აქვს საშუალება, ისწავლოს მისთვის საინტერესო მიმართულებით:

დიზაინი

ვებ პროგრამირება

მობილური პროგრამირება

თამაშების დეველოპმენტი

კოდირება

კომუნიკაცია

ჯეოლაბი მსურველებს ორი ტიპის კურსს სთავაზობს:

მოკლე კურსები ორი თვე გრძელდება. სწავლება ორიენტირებულია პრაქტიკული ცოდნის მიღებაზე, რომლის გამოვლენა სტუდენტებს სწავლების ბოლო ეტაპზე, ფინალური პროექტის შესრულებისას უწევთ.

პროფესიული კურსი ოთხი თვე გრძელდება. სამი თვის განმავლობაში სტუდენტები ეუფლებიან არჩეულ პროფესიას, ბოლო ერთი თვე კი ლექტორების დახმარებით მუშაობენ საკუთარ პროექტებზე.

სტუდენტები მიღებული ცოდნის პრაქტიკულ რეალიზაციას ჯეოლაბის სივრცეში ახდენენ, მუშაობენ, როგორც ლექტორების/მენტორების მიერ მიწოდებულ პროექტებზე, ასევე საკუთარი იდეების განხორციელებაზე.