კომუნიკაცია

იყავი იქ, სადაც შენი მომხმარებლები არიან – თავად მართე სოციალური მედიის არხები

დღეს ორგანიზაციების უმეტესობას ინტერნეტში საკუთარი საინფორმაციო არხი აქვს. ეს შეიძლება იყოს ვებგვერდი, ან რომელიმე სოციალური მედიის ონლაინ პროფილი. თუ ადრე ინფორმაციის გავრცელება მხოლოდ ტრადიციული მედიის დახმარებით ხდებოდა (ტელევიზია, რადიო, ჟურნალი), დღეს საინფორმაციო ველი ფრაგმენტირებულია და სხვადასხვა ორგანიზაციას საკუთარი საინფორმაციო არხი აქვს. სხვადასხვა სფეროს კომპანიების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურები, ფაქტობრივად, მედიის როლს ითავსებენ და საკუთარი არხებით ინფორმაციას თავად ავრცელებენ. ამით ორგანიზაციები ცდილობენ, პირდაპირი და უშუალო კავშირი დაამყარონ საკუთარ მომხმარებლებთან.

კურსის განმავლობაში მსმენელები შეისწავლიან როგორც ონლაინ მედია არხების ფუნქციონირების პრინციპებს, ასევე, საკუთარი საინფორმაციო არხების მართვასა და განვითარებას.

ლექციების მსვლელობისას გათვალისწინებულია პრაქტიკული სამუშაოები, რომლის დროსაც მსმენელები თავად ქმნიან და მართავენ სხვადასხვა სოციალურ მედია არხს და შეისწავლიან წარმატებული ციფრული მარკეტინგისთვის საჭირო ყველა საკითხს.