კოდირება

ენა, რომელიც კომპიუტერმა იცის

ბევრი ფიქრობს, რომ კომპიუტერულ კოდთან მუშაობა, კომპიუტერის ენაზე საუბარი, მხოლოდ ტექნიკური განათლების მქონე ადამიანს შეუძლია, მაგრამ ეს ასე არ არის. მრავალ ქვეყანაში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები კომპიუტერულ კოდთან მუშაობას - „კოდირებას“ სწავლობენ. რადგან უცხო ენის შესწავლა ყველას შეუძლია, პროგრამული კოდის სწავლაც ნებისმიერი მსურველისთვის არის შესაძლებელი.

ჯეოლაბის კოდირების მიმართულება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვისაა, მათთვისაც, ვისაც ჯერ პროგრამირებასთან შეხება არ ჰქონია, მაგრამ აინტერესებს როგორ იქმნება პროგრამული კოდი. ჯეოლაბი სტუდენტებს კოდირების მიმართულებით ერთ კურსს სთავაზობს. კურსი პრაქტიკული ხასიათისაა, სტუდენტები სწავლების პროცესში ერთ-ერთ თანამედროვე პროგრამულ ენაზე, C#-ზე მუშაობენ.