თამაშების დეველოპმენტი

ცხოვრება მოკლეა, დაიწყე საუკეთესო თამაშის შექმნა დღეს

კომპიუტერული თამაშების ინდუსტრიამ, თავისი ბრუნვით, უკვე დიდი ხანია, ფილმების ინდუსტრიას გაასწრო. თანამედროვე კომპიუტერულ თამაშებში იქმნება როგორც არსებული სამყაროს ვირტუალური ასლები, ასევე არარსებული, ფანტასტიკური სამყაროები. თამაშების გრაფიკაც არ ჩამოუვარდება თანამედროვე კინოინდუსტრიის პროდუქტებს. 3D გრაფიკით გაჯერებული კომპიუტერული თამაშის შექმნა რთულია და დიდ რესურსს მოითხოვს, მაგრამ ამ მიმართულების უპირატესობა სწორედ ისაა, რომ პირველ ეტაპზე საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების მარტივ თამაშებში გამოცდა შეიძლება. ასეთი თამაშები არანაკლები პოპულარობით სარგებლობს და უამრავი წარმატების მაგალითად იქცა.

ჯეოლაბში თამაშების შექმნა Unity-ს პროგრამაში ისწავლება. ამ პროგრამულ სივრცეში შექმნილი თამაშის დაექსპორტება 20-ზე მეტ პლათფორმაზეა შესაძლებელი. თამაშების დეველოპერი ქმნის თამაშს და შემდეგ მისი შექმნილი თამაშის განთავსება 16-ზე მეტ პლათფორმაზე არის შესაძლებელი: ისეთზე, როგორიცაა Windows, Android, Mac OS, iOS, Xbox, Wii და ა. შ.

ჯეოლაბში სასწავლო პროცესს შესაბამისი სფეროს გამოცდილი პრაქტიკოსი სპეციალისტები უძღვებიან და სწავლის პარალელურად სტუდენტები პრაქტიკულ სამუშაოში არიან ჩართულები.