ვებ პროგრამირება

თუ კომპანიას არ აქვს ვებგვერდი, ის არ არსებობს

ვებგვერდი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. საქმეს, რომელსაც ადრე ჩვენთვის სხვადასხვა კომპანიისა და სახელმწიფო სტრუქტურების კლერკები ასრულებდნენ, დღეს ვებგვერდისა და ვებ სერვისის დახმარებით თავად ვაკეთებთ. ეს შეიძლება იყოს თვითმფრინავის ბილეთის ონლაინ სერვისის საშუალებით შეძენა, სასტუმროს დაჯავშნა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი ოპერაცია.

ჯეოლაბში ვებპროგრამირების მიმართულებით დინამიური ვებგვერდების შექმნა და გამართვა ისწავლება. დინამიური ვებგვერდი ვებ სერვერზე სკიპტრების, შაბლონების, მონაცემთა ბაზაში განთავსებული ინფორმაციის სახით ინახება. ასეთი ვებგვერდი სერვერზე ცალკეული კომპონენტების სახით არის მოთავსებული. ყოველი ახალი მომხმარებლისათვის სერვერი ხელახლა აწყობს ცალკეული კომპონენტებისაგან იმ ვებგვერდს, რომელსაც მომხმარებელი თავის ბრაუზერში ხედავს. მაგალითად, ახალი ამბების პორტალი, ხშირ შემთხვევაში, დინამიური ვებგვერდია.

ჯეოლაბში ვებპროგრამირება სამ კურსს მოიცავს: ვებპროგრამირება PHP-ზე, ვებპროგრამირება .NET-ზე და Front End (HTML). PHP-ზე სხვადასხვა ბიზნეს კომპანიისა და ახალი ამბების სააგენტოების ვებგვერდების უმეტესობაა შექმნილი, ხოლო .NET-ზე მრავალფუნქციურ, კორპორატიულ ვებგვერდებს ქმნიან. ამ პროგრამულ ენებზე მომუშავე სპეციალისტები ვებგვერდის „ბექს“ (BACK) ანუ მის სერვერულ, ლოგიკურ ნაწილს აწყობენ. ორივე კურსი პროფესიულია და სტუდენტები ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ლექტორების დახმარებით, საკუთარ პროექტებზე მუშაობენ. მესამე ვებ პროგრამირებისკურსი Front End (HTML) - საბაზისო კურსია და ორი თვე გრძელდება. ამ კურსის ფარგლებში ვებგვერდის „ფრონტის“ ანუ იმ ნაწილის აწყობა ისწავლება, რომელსაც უშუალოდ მომხმარებელი ხედავს. შესაბამისად, ვებ სპეციალისტები ორ ჯგუფად იყოფიან: „ბექენდის“ (Back-End) სპეციალისტები ანუ ისინი, ვინც ვებგვერდის დაფარულ, მომხმარებლისათვის უხილავ, სერვერულ ნაწილს აწყობენ და „ფრონტენდის“ (Front End) სპეციალისტებად, რომლებიც ვებგვერდის ვიზუალურ ნაწილს აკეთებენ.