სილაბუსი

4 თვე

40 შეხვედრა

1200

მობილური პროგრამირება

მობილური პროგრამირება iOS

პროფესიული კურსი

კომპანია Apple არაერთხელ დასახელდა მსოფლიოში ნომერ პირველ ბრენდად. Apple-ის პროდუქტები, ისევე როგორც ამ პროდუქტებისათვის შექმნილი პროგრამები და მობილური აპლიკაციები, განსაკუთრებული ხარისხითა და დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა. თუ გსურთ გახდეთ ამ ბრენდის ნაწილი, შექმნათ სხვადასხვა პროგრამული პროდუქტი iPhone-ისა და iPad-ისათვის, მაშინ swift-ის შესწავლას უნდა შეუდგეთ. ეს პროგრამირების ენა, პირველად 2014 წლის იანვარში წარმოადგინა კომპანია Apple-მა. მიუხედავად იმისა, რომ swift შედარებით ახალი ენაა, მასზე უკვე შესაძლებელია სრულფასოვანი მობილური აპლიკაციებისა და პროგრამების შექმნა. ვინაიდან Apple დიდ იმედებს ამყარებს ამ პროგრამულ ენაზე, ის ძალიან პერსპექტიულია. სავარაუდოდ, გარკვეული პერიოდის შემდეგ, Apple უარს განაცხადებს იმ პროგრამულ ენებზე, რომლებითაც აქამდე იყო შესაძლებელი „ნეითივ“ აპლიკაციების შექმნა Apple-ის პროდუქტებისათვის და ძირითად აქცენტს ამ თანამედროვე სტანდარტებით შექმნილ პროგრამულ ენაზე გააკეთებს. შესაბამისად, თუკი თქვენ iPhone-ისა და iPad-ისათვის გნებავთ აპლიკაციების და პროგრამების შექმნა, უმჯობესია, ის პროგრამული ენა შეისწავლოთ, რომელიც დღეს უკვე აქტიურად გამოიყენება და ამავე დროს მომავალზე არის ორიენტირებული.

კურსის ფარგლებში სტუდენტები swift-ის პროგრამულ ენაზე კოდის შექმნას და Xcode-ის პროგრამულ გარემოში მუშაობას სწავლობენ. ლექტორის მიერ მომზადებული სასწავლო მასალის მიხედვით, iPhone-ისა და iPad-ისათვის მობილურ აპლიკაციებს თავად ქმნიან. ჯეოლაბის სტუდენტები უზრუნველყოფილნი არიან Mac-ის კომპიუტერებით. ამასთან მათ საშუალება აქვთ საკუთარი iOS აპლიკაციები ჯეოლაბში არსებული iPhone-ისა და iPad-ის დახმარებით დატესტონ. კურსი რამდენიმე საგნისგან შედგება და ოთხი თვე გრძელდება. კურსის ფარგლებში სტუდენტები ბოლო ერთი თვე, ლექტორების დახმარებით საკუთარ პროექტებზე მუშაობენ.

ვიდეო გაკვეთილები