სილაბუსი

4 თვე

40 შეხვედრა

1200

ვებ პროგრამირება

ვებ პროგრამირება PHP

პროფესიული კურსი

PHP ვებ პროგრამირების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ენაა. დღეს ინტერნეტში განთავსებული ვებგვერდების დიდი ნაწილი სწორედ ამ ენაზეა შექმნილი - მათ შორის, მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი Facebook. PHP-ს დინამიური ვებგვერდების შესაქმნელად იყენებენ.

ინტერნეტში უამრავი ღია რესურსია განთავსებული, რომელშიც დეტალურად არის განხილული PHP-ს ესა თუ ის ბრძანება, ან PHP კოდის საშუალებით შექმნილი ფუნქცია. შესაძლებელია ასევე PHP კოდის „სნიპეტების“ - კოდის ერთგვარი ნაგლეჯების მოძიება. PHP პროგრამისტები ხშირად იყენებენ გამზადებული კოდის ნაგლეჯებს, რომელთა საკუთარი საჭიროებისათვის მორგება, გადაკეთებაა შესაძლებელი. მიუხედავად სნიპეტების, ბიბლიოთეკების, ფრეიმვორკების (ყველა ეს სიტყვა გამზადებული კოდის პატარა, ან ძალიან დიდ ნაწილებს გულისხმობს) არსებობისა, PHP პროგრამისტს თავად უწევს კოდის დიდი ნაწილის დაწერა. ეს მას საშუალებას აძლევს, ზედმიწევნით ზუსტად, ოპტიმალურად გამოიყენოს PHP პროგრამული ენის შესაძლებლობები.

კურსის განმავლობაში, სტუდენტები ლექტორების მიერ მოწოდებულ სასწავლო მასალაზე დაყრდნობით, თავად ქმნიან ვებგვერდებს. სწავლობენ, როგორც უშუალოდ PHP პროგრამულ ენაზე წერას, ასევე არსებული სნიპეტების, ფუნქციების, ბიბლიოთეკების, ფრეიმვორკების გამოყენებას და საკუთარ საჭიროებებზე მორგებას, გადაკეთებას. კურსი რამდენიმე საგნისაგან შედგება და ოთხი თვე გრძელდება. კურსის ფარგლებში სტუდენტები ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ლექტორების დახმარებით საკუთარ პროექტებზე მუშაობენ.

ვიდეო გაკვეთილები