3D მოდელების შექმნა შემოქმედებითი პროცესია, რომლის განმავლობაში ადამიანის წარმოსახვაში არსებული სურათი რეალურ კონტურებს იძენს, მატერიალიზდება. ამ პროცესის სწორად წარმართვისათვის საჭიროა როგორც საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის მართვა, ასევე, კონკრეტული პროგრამების ძალიან კონკრეტული ფუნქციების ზედმიწევნით კარგი ცოდნა.
კურსის განმავლობაში სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ პროექტის ჩამოყალიბებაში და შემდეგ მის განხორციელებაში. პროექტი შეიქმნება პრაქტიკულ მაგალითზე და შეიძლება მოითხოვოს სხვა სფეროს სტუდენტებთან კოლაბორაცია. (მაგალითად, კომპიუტერული თამაშის შექმნა Unity3D-ს და სხვა ინტერაქტიული პროგრამირების სტუდენტებთან ერთად).
კურსის ფარგლებში სტუდენტები, Cinema4D-ს საშუალებით, თამაშების პერსონაჟების და მოკლე ანიმაციური ვიდეო რგოლებისათვის გარემოს შექმნაზე იმუშავებენ. სტუდენტები საკუთარ ნამუშევრებს VR (ვირტუალური რეალობის) მოწყობილობებისათვის დაარენდერებენ. კურსი რამდენიმე საგნისგან შედგება და ოთხი თვე გრძელდება.
კურსის ფარგლებში სტუდენტები ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ლექტორების დახმარებით, საკუთარ პროექტებზე მუშაობენ.
გრაფიკულ რედაქტორებთან მუშაობა (Photoshop, Illustrator)
სილაბუსი - გრაფიკულ რედაქტორებთან მუშაობა (Photoshop, Illustrator)
3D რედაქტორებთან მუშაობა (3D max, Maya 3D, Cinema 4D)
სილაბუსი - 3D რედაქტორებთან მუშაობა (3D max, Maya 3D, Cinema 4D)