სილაბუსი

2 თვე

16 შეხვედრა

2500

კოდირება

DevOps

პროფესიული კურსი

DevOps ტექნოლოგიების საშუალებით შესაძლებელია განისაზღვროს ხელწსაწყოთა ნაკრები, რომელთა მიხედვითაც უნდა შემუშავდეს და დაინერგოს პროგრამული უზრუნველყოფა და ასევე განხორციელდეს პროგრამული უზრუნველყოფის სასიცოცხლო ციკლების მართვა. 


DevOps ტექნოლოგიასთან ერთად წარმოადგენს კონცეფციების კრებულს, რომელიც განსაზღვრავს პროგრამული ინჟინრებისა და პროგრამული პროდუქტის ოპერირების მუშაობის ორგანიზაციულ პრინციპებს. 


კურსის ფარგლებში განიხილება და პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე აიხსნება მიკროსერვისების არქიტექტურული პატერნი, აპლიკაციის კონტეინერიზაცია (Docker და Podman ტექნოლოგიების გამოყენებით), განხილული იქნება AWS, GCP და DO-ს DevOps ხელსაწყოები, განხიხლული იქნება Cotinuous Integration და Continuous Deployment კონცეფციები და მათი რეალიზაციის გზები და მაგალითები. განხილული იქნება კონტეინერიზებული აპლიკაციების მართვის პლატფორმა Kubernetes (K8S) მისი ინსტალაციის, კონფიგურაციის და პროგრამული კოდის ავტომატიზირებული დანერგვის და ტესტირების პროცესებში ინტეგრაცია. განხილული იქნება არტეფაქტების მართვის რეპოზიტორია OSS Nexus და მისი ინტეგრაციის გზები K8S-თან და კოდის რეპოზიტორიის სისტემებთან (github, gitlab).


კურსის წინაპირობა: პროგრამირების საბაზისო დონეზე ცოდნა, კოდის რეპოზიტორიის გამოყენების საბაზისო გამოცდილება, აპლიკაციის დანერგვის პროცესის საბაზისო ცოდნა.