სილაბუსი

2 თვე

14 შეხვედრა

650

დიზაინი

პოლიგრაფიული დიზაინი

მოკლე კურსი

დღეს ადამიანებს დიდი მოცულობის ინფორმაციასთან გვაქვს შეხება, შესაბამისად, არ გვრჩება დრო რომელიმე ერთ ინფორმაციის წყაროზე კონცენტრაციისთვის. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ჩვენი სამიზნე აუდიტორიისათვის ინფორმაციის მიწოდების სწრაფი და გამორჩეული ხერხი მოვძებნოთ.

კომპლექსური იდეა შეიძლება, მხოლოდ ერთი გრაფიკული გამოსახულებით გამოიხატოს, რაც პირდაპირ ეხმაურება გრაფიკული დიზაინის დანიშნულებას და ვიზუალურ კომუნიკაციას, რომელიც, ძირითადად, ტექსტისა და სურათის ოსტატური და ჰარმონიული კომბინირებით ხორციელდება. სწორედ ამიტომ მიიჩნევენ გრაფიკული დიზაინის პროდუქტებს ინფორმაციის გადმოცემის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ და ეფექტურ საშუალებად.

კურსი პრაქტიკული ხასიათისაა, რომლის განმავლობაში მსმენელები Adobe Photoshop-სა და Adobe Illustrator-ს ეუფლებიან. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები თავად ქმნიან ისეთ პოლიგრაფიულ პროდუქტებს, როგორებიცაა: პლაკატი, ბანერი, ბუკლეტი და სხვა.

ლექტორის ასისტენტები