სილაბუსი

1 თვე

8 შეხვედრა

850

კოდირება

კიბერ უსაფრთხოება

დისტანციური კურსი

კიბერ უსაფრთხოება ერთერთი მაღალ ანაზღაურებადი პროფესიაა, კურსის განმავლობაში შევეხებით მნიშვნელოვან საფუძველებს და განვახორციელებთ, როგორც კიბერ შეტევით მოქმდებებს, ასევე კიბერ შეტევის თავიდან აცილების მექანიზმებს, განვიხილავთ ქსელის უსაფრთხოებას, სოციალური ქსელების გატეხვას და ფიშინგის შესაძლებლობებს, ასევე დეტალურად გავივლით იმ გზებს, რაც დაკავშირებულია მავნებელი პროგრამების შექმნისთვის და მათი თავიდან არიდებისთვის, სტუდენტები თავად ნახავენ, როგორ მუშაობს ვებ სერვერების უსაფრთხოება, როგორ ხორციელდება შეტევა ვებ სერვერსა და აპლიკაციების მიმართ, ასევე ამ შეტევებისგან თავის არიდების შესაძლებლობებს და უშუალოდ განვახორციელებთ კიბერ შეტევების თავიდან ასაცილებლად საჭირო მოქმედებებს.

კურსი მოგცემთ შესაძლებლობას, დეტალურად გაეცნოთ კიბერ უსაფრთხოების, ეთიკური ჰაკინგის საბაზისო პრინციპებს და საფუძვლებს, უშუალოდ განახორციელოთ თავდასხმითი და თავდაცვითი მოქმედებები, რომელიც, სავსებით საკმარისია თქვენი ცნობიერების ამაღლებისთვის, როგორც კიბერ შეტევების თავდასხმითი, ასევე თავდაცვითი მოქმედებების შესახებ. ეს ყოველივე მოგცემთ საშუალებას გაათმაგოთ დასაქმების მხრივ თქვენი პოტენციალი ნებისმიერ სფეროში, რომელიც დაკავშირებულია ტექნოლოგიურ უსაფრთხოებასთან, დღევანდელი მონაცემებით კი კარგად ვიცით რომ უსაფრთხოება ყველაზე ძვირად ფასობს.