სილაბუსი

3 თვე

28 შეხვედრა

1200

დიზაინი

UX კვლევა

დისტანციური კურსი

კურსის განმავლობაში სტუდენტები გაეცნობიან მომხმარებლის გამოცდილების (UX) კვლევის როლს პროდუქტის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. Შეისწავლიან UX კვლევის სხვადასხვა ტექნიკასა და მეთოდს. პროდუქტის განვითარების კონკრეტულ ეტაპზე, თუ რომელი ტექნიკა უნდა გამოიყენონ.


კურსის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები შეძლებენ პროდუქტის განვითარების თითოეულ ეტაპზე შესაბამისი UX კვლევის დაგეგმვას, განხორციელებას, კვლევის შედეგების დამუშავება/ანალიზსა და რეპორტის მომზადებას. 


კურსი საინტერესო იქნება დამწყები UX მკვლევარებისთვის, UX დიზაინერებისთვის, პროდუქტის მენეჯერებისთვის და პროდუქტის განვითარების პროცესში ჩართული სხვა პროფესიონალებისთვის. Ასევე, ზოგადად მომხმარებლის გამოცდილების (UX) სფეროთი ან/და კვლევით დაინტერესებული ადამიანებისთვის.


ბაზარზე კონკურენციის მატებასთან ერთად, რაც თან ახლავს ტექნოლოგიების სწრაფად განვითარებას, ბიზნესის წარმატებისთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება მომხმარებლებისთვის ისეთი პროდუქტისა თუ მომსახურების შეთავაზება, რომელიც მის საჭიროებებსა და სურვილებზე მაქსიმალურად მორგებული იქნება.

ამისთვის აუცილებელია, პროდუქტის შექმნის სრულ პროცესში გვყავდეს მომხმარებელი ჩართული, რაშიც უდიდეს როლს თამაშობს Მომხმარებლის გამოცდილების კვლევა.  


ზოგადად, UX და მათ შორის, UX კვლევაც ძალიან მოთხოვნადი პროფესიები ხდება დღითი დღე მსოფლიოში და საქართველოშიც. Შესაბამისად, ამ პროფესიების შესწავლა ძალიან პერსპექტიულია.


სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება UX-ის სფეროთი, UX-ის უდიდესი ნაწილი კი სწორედ კვლევაა. Შესაბამისად, ნებისმიერი ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანისთვის UX კვლევა საინტერესო უნდა იყოს.


კურსი არის ფაქტობრივად, UX კვლევის პირველი კურსი საქართველოში.