სილაბუსი

3 თვე

28 შეხვედრა

900

ვებ პროგრამირება

JavaScript / React

დისტანციური კურსი

კურსის მიზანია მოამზადოს სტუდენტი ისეთ რეალურ დავალებებზე სამუშაოდ, როგორსაც პროფესიონალი პროგრამისტები წყვეტენ ყოველდღიურად. 


კურსის მიმდინარეობისას მთავარი გამოყენებული ტექნოლოგია იქნება Javascript, უფრო კონკრეტულად Javascript-ის ბიბლიოთეკა React. შესაბამისად ამ ენისა და ბიბლიოთეკის ტექნიკური ცოდნის გაღრმავებას კურსის მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კურსი მოიცავს ისეთი ფართოდ გავრცელებული თანამედროვე პრაქტიკების, მიდგომებისა და ნიმუშების რეალიზაციებს რომელთა ცოდნაც ყველა პროგრამისტს ჭირდება მიუხედავად იმისა რომელ ენაზე მუშაობს ის. 


კურსი ასევე შეიცავს საბაზისო ალგორითმების შესავლებს. რეალურ სამყაროში არ არსებობს გასაუბრების პროცესი სადაც ალგორითმები არ დაგხვდებათ და რადგან ამ კურსის მიზანია მოამზადოს სტუდენტი კონკურენტულ ბაზარზე დასაქმებისთვის ამ დარგში, ჩვენი კურსი ამ ცოდნასაც სთავაზობს სტუდენტს.